პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

გარემოს ეროვნული სააგენტო - ცაგერში, სოფელ ლაილაშში მეწყრული პროცესი განვითარდა, რის გამოც სტიქიის ზონიდან მოსახლეობა გაიყვანეს - დაზიანებულია 17 საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ცაგერის სოფელ ლაილაშში მეწყრული პროცესის გამო მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა: გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სტიქიამ 17 საცხოვრებელი სახლი და ნაკვეთი დააზიანა.

გარემოს ეროვნული სააგენტო - ცაგერში, სოფელ ლაილაშში მეწყრული პროცესი განვითარდა, რის გამოც სტიქიის ზონიდან მოსახლეობა გაიყვანეს - დაზიანებულია 17 საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი
ინტერპრესნიუსი

გარემოს ეროვნული სააგენტო ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში განვითარებული გეოლოგიური პროცესების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში, 26 ნოემბერს, ღამის საათებში მეწყრული პროცესი განვითარდა, რის გამოც ქვეყნის შესაბამისი სამსახურების მიერ, ოპერატიულად განხორციელდა სტიქიის ზონიდან მოსახლეობის უსაფრთხოდ გაყვანა.

სააგენტოს განმარტებით, ბოლო პერიოდში რეგიონში მოსული უხვი ატმოსფერული ნალექების პროვოცირებით, დროებით სტაბილიზაციაში მყოფ მასშტაბური მეწყრული სხეულის კონტურში ადგილი ჰქონდა მეორადი გენერაციის ცალკეული უბნების გააქტიურებას, რის შედეგადაც დაზიანებულია 17 საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფი დილიდან ადგილზე იმყოფება, რათა დროულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა. სააგენტოს სპეციალისტების მიერ მიმდინარეობს მიმდებარე ტერიტორიისა და თითოეული მოქალაქის საკარმიდამო ნაკვეთის და საცხოვრებელი სახლის შეფასება.

ადგილზე, უსაფრთხოების მიზნით ასევე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები.

სხვადასხვა წლებში სოფ. ლაილაშის ტერიტორიაზე სააგენტოს გეოლოგების მიერ, შეფასებულია როგორც ინფრასტრუქტურული ობიექტები, ისე საკარმიდამო ნაკვეთები და გაცემულია შესაბამისი რეკომენდაციები.

სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე რჩებიან და აწარმოებენ მონიტორინგს როგორც სტიქიის ზონაში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 3
  1. TV პირველიოპოზიციურისოფელ ლაილაში, მთიდან მოწყვეტილმა მიწის მასამ საცხოვრებელი სახლები დაანგრია - მიმდინარეობს ხალხის ევაკუაცია
  2. იმედინიუსისამთავრობოგარემოს ეროვნული სააგენტო: სპეციალისტების მიერ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში მიმდინარეობს ტერიტორიისა და თითოეული მოქალაქის საკარმიდამო ნაკვეთის და საცხოვრებელი სახლის შეფასება. ადგილზე, უსაფრთხოების მიზნით ასევე იმყოფებიან შს სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები
  3. ალიაოპოზიციურიცაგერში, მეწყრული 17 სახლია დაზიანებული – გარემოს ეროვნული სააგენტო
  4. რადიო თავისუფლებაოპოზიციურისოფელ ლაილაშში მეწყერი ჩამოწვა - დაზიანებულია 17 სახლი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
სოფელ ლაილაშში მეწყერი ჩამოწვა - დაზიანებულია 17 სახლიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები