პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

დეკანოზი გიორგი ზვიადაძე აცხადებს, რომ რუსულმა მხარემ მეუფე თეოდორეს სიტყვები არასწორი ინტერპრეტაციით გაავრცელა

საპატრიარქოსაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები მოსკოვს მიტროპოლიტ თეოდორე ჭუაძის სიტყვების დამახინჯებაში ადანაშაულებენ. დეკანოზ გიორგი ზვიადაძის განცხადებით, მიტროპოლიტს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასა და შესაძლო ზეწოლაზე არ უსაუბრია.

დეკანოზი გიორგი ზვიადაძე აცხადებს, რომ რუსულმა მხარემ მეუფე თეოდორეს სიტყვები არასწორი ინტერპრეტაციით გაავრცელა
TV პირველი

საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები რუსულ მხარეს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ. სიონის ტაძარში მისული სასულიერო პირების განცხადებით, მოსკოვმა მიტროპოლიტ თეოდორე ჭუაძის სიტყვების შინაარსი დაამახინჯა.

ოფიციალური დელეგაციის წევრის, დეკანოზ გიორგი ზვიადაძის თქმით, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე არ უსაუბრია. მისივე განცხადებით, საუბრისას არც შესაძლო ზეწოლის საკითხი ყოფილა ნახსენები.

სულ სხვა კონტექსტში წარმოაჩინეს მეუფე თეოდორეს ნათქვამი. მთელი პასუხისმგებლობით, მთელი პატიოსნებით მინდა გითხრათ, რომ როდესაც შეხვედრა მოხდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან, იქ საუბარი შეეხო ზოგადად, მართლმადიდებლურ სარწმუნოებას და კანონიკურ სამართალს. მოსკოვისა და რუსეთის პატრიარქმა ახსენა, რომ ხელდასმა როცა არ აქვს მიღებული პიროვნებას, ბუნებრივია, კანონიკური ხელდასმის არმქონე პიროვნების ცნობა და მიღება როგორც საეკლესიო იერარქის, არ შეიძლება. პატრიარქი კირილე იყო ძალიან კორექტული ქართველ მღვდელმთავრებთან მიმართებით, საქართველოს მართლმადიდებელ დელეგაციასთან მიმართებით და ავლენდა ძალიან დიდ პატივისცემას საქართველოს ეკლესიის და პირადად იქ მყოფი მღვდელმათვრების მიმართ. და, მეუფე თეოდორემ სრულიად სხვა კონტექსტში მან ბრძანა და განცხადა და ძალიან დიდი ღირსებით გააკეთა მან, რომ სრულიად სხვა კონტექსტში თქვა, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური ნორმები საეკლესიო სამართლის ნორმები, ეს არის უმნიშნელოვანესი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის და ჩვენ ამას ყოველთვის ვიცავდით და ყოველთვის დავიცავთ. სავსებით სამართლიანად საქართველოს ეკლესია არ აღიოარებს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, იმიტომ, რომ ჩვენთვის ცნობილია, რომ გარკვეული ზეწოლა ხორციელდებოდა ეკლესიებზე. რომელ ეკლესიას ეყოფა ძალა ამისთვის, რომ ეს აღიაროს ან არაღიაროს... იცით, მეუფე თეოდორეს არ უსაბრია იმაზე, რომ კონკრეტულად ვინმესთან ზეწოლა ხორციელდებოდა. რუსეთის პატრიარქი საუბრობდა იმის შესახებ, რომ გარკვეული ზეწოლა ხორციელდება და მეუფე თეოდორემ განაცხადა, რომ რაც არ უნდა ზეწოლა იყოს, არა კონკრეტულად უკრაინის ეკლესიასთან მიმართებით, არამედ ზოგადად მართლმადიდებლობის არსთან მიმართებით საქართველოს ეკლესია ყოველთვის დაიცავსსაეკლესიო კანონიკურ ნორმებს, - თქვა დეკანოზ გიორგი ზვიადაძემ.

რუსეთისა და საქართველოს საპატრიარქოები მოსკოვში გამართული შეხვედრის შესახებ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ავრცელებენ. რუსეთის საპატრიარქოს მტკიცებით, ქორეპისკოპოსმა თეოდორემ პატრიარქ კირილეს პირობა მისცა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არ აღიარებს არავის, ვისაც რუსეთის ეკლესიისგან ხელდასხმა არ მიუღია.

განცხადება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს უკავშირდება. რუსეთის საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარებას ეწინააღმდეგება, საქართველოს საპატრიარქოს კი ამ საკითხზე გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მოსკოვის მტკიცებით, ქართულმა ეკლესიამ უკრაინის ეკლესიის არაღიარების პირობა დადო - ფაქტს საქართველოს საპატრიარქო უარყოფსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები