პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

თენგიზ შარმანაშვილი ე.წ. თვითნებურად დაკავებულთა შესახებ ბრიუსელის დუმილზე: როდესაც ფაქტების შეფასებაზე მიდგება საქმე, როგორც კი ფაქტების წარმოდგენაზე მიდგება საქმე, იქ ყოველთვის კრახს განიცდიან. მათი ქმედების მთელი ბაზისი სიცრუეზეა დაფუძნებული

საგარეო საქმეთა სამინისტრორუსთავი 2

თენგიზ შარმანაშვილი ევროკავშირის მხრიდან „თვითნებურად დაკავებულთა“ სიის დაუსახელებლობას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მათი ქმედების მთელი ბაზისი სიცრუეზეა დაფუძნებული, ხოლო ფაქტების წარმოდგენისას ისინი ყოველთვის კრახს განიცდიან.

თენგიზ შარმანაშვილი ე.წ. თვითნებურად დაკავებულთა შესახებ ბრიუსელის დუმილზე: როდესაც ფაქტების შეფასებაზე მიდგება საქმე, როგორც კი ფაქტების წარმოდგენაზე მიდგება საქმე, იქ ყოველთვის კრახს განიცდიან. მათი ქმედების მთელი ბაზისი სიცრუეზეა დაფუძნებული
იმედინიუსი

როდესაც ფაქტების შეფასებაზე მიდგება საქმე, როგორც კი ფაქტების წარმოდგენაზე მიდგება საქმე, იქ ყოველთვის კრახს განიცდიან, - განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ე.წ. თვითნებურად დაკავებულთა შესახებ ბრიუსელის დუმილზე.

კერძოდ, ევროკავშირის ელჩმა ამჯერადაც უპასუხოდ დატოვა „ქრონიკის“ შეკითხვა, თუ ვის გულისხმობს ევროკავშირი თვითნებურად დაკავებულებში და რატომ არ აძლევს სიას, ამ ადამიანების სახელებსა და გვარებს საგარეო საქმეთა სამინისტროს. აღსანიშნავია ისიც, რომ დაკავებულთა უმეტესობამ ჩადენილი აღიარა და მოინანია.

შარმანაშვილის თქმით, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ მათ არავითარი ფაქტები არ აინტერესებთ.

„ისინი ამ აღქმებს თვითონვე ქმნიან, შემდეგ თვითონვე იღებენ თავიანთ აღქმებზე რეზოლუციებს და გაძალებენ შენ, რომ მათ აღქმებს შეუერთდე.

როგორც კი სამართლებრივ საკითხებზე გადადიან, რა თქმა უნდა, იქ ძალიან უჭირთ. რამდენი სტრასბურგის სასამართლოში წავიდნენ, ყველა წააგეს. მიხეილ სააკაშვილის საქმე წააგეს, „რუსთავი2“-ის საქმე წააგეს, გვარამიას საქმე წააგეს. შემიძლია უსასრულოდ ჩამოვთვალო. რატომ? - იმიტომ, რომ როდესაც ფაქტების შეფასებაზე მიდგება საქმე, როგორც კი ფაქტების წარმოდგენაზე მიდგება საქმე, იქ ყოველთვის კრახს განიცდიან. მათი ქმედების მთელი ბაზისი სიცრუეზეა დაფუძნებული“, - დასძინა მან.

ცნობისთვის, აღნიშულ საკითხზე „ქრონიკამ“ ევროკომისიას კითხვით რამდენიმე კვირის წინაც მიმართა. პასუხად „ქრონიკას“ მისწერეს: „გთხოვთ, გაეცნოთ საქართველოს შესახებ 2026 წლის გაფართოების ანგარიშის ტექსტს. სხვა დამატებითი ინფორმაციის გაზიარება არ შეგვიძლია"

ევროკომისიის მიერ მომზადებული 2026 წლის გაფართოების ანგარიშის თანახმად, საქართველოში ძალადობრივ აქციებზე დაკავებული ადამიანები „თვითნებურად დაკავებულებად“ არიან მოხსენიებული.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლევან მახაშვილი ბრიუსელის დუმილზე: ზედაპირულად, სიყალბით ლაპარაკობენ, რომ ვითომ არის ვიღაც თვითნებურად დაკავებული, მაგრამ სინამდვილეში კონკრეტული დანაშაულის ჩამდენებზეა საუბარი. ამიტომ, რაც უფრო გაექცევიან კითხვებს, რაც უფრო დამალავენ ინფორმაციას, მით უფრო ნათელი იქნება საზოგადოებისთვის, რომ ეს არის ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახები სიტყვათწყობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები