პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ევროკავშირისა და ნორვეგიის ელჩები არ პასუხობენ „ქრონიკის“ კითხვას, ვის გულისხმობს ბრიუსელი „თვითნებურად დაკავებულებში“

საგარეო საქმეთა სამინისტრო

„ქრონიკის“ ცნობით, ევროკავშირისა და ნორვეგიის ელჩებმა არ უპასუხეს შეკითხვას, თუ ვის გულისხმობს ბრიუსელი ანგარიშში ნახსენებ „თვითნებურად დაკავებულებში“ და რატომ არ აწვდის მათ სახელებს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

ევროკავშირისა და ნორვეგიის ელჩები არ პასუხობენ „ქრონიკის“ კითხვას, ვის გულისხმობს ბრიუსელი „თვითნებურად დაკავებულებში“
იმედინიუსი

ვის გულისხმობს ბრიუსელი „თვითნებურად დაკავებულებში“ და რატომ არ აძლევს სახელებსა და გვარებს საგარეო საქმეთა სამინისტროს - ეს შეკითხვა „ქრონიკამ“ ევროკავშირისა და ნორვეგიის ელჩებს დაუსვა, თუმცა პასუხი არც ამჯერად მიუღია.

შეგახსენებთ, რომ აქციებზე დაკავებულთა უმეტესობამ დანაშაული თავად აღიარა.

ცნობისთვის, აღნიშულ საკითხზე „ქრონიკამ“ ევროკომისიას კითხვით რამდენიმე კვირის წინაც მიმართა. პასუხად „ქრონიკას“ მისწერეს: „გთხოვთ, გაეცნოთ საქართველოს შესახებ 2026 წლის გაფართოების ანგარიშის ტექსტს. სხვა დამატებითი ინფორმაციის გაზიარება არ შეგვიძლია"

ევროკომისიის მიერ მომზადებული 2026 წლის გაფართოების ანგარიშის თანახმად, საქართველოში ძალადობრივ აქციებზე დაკავებული ადამიანები „თვითნებურად დაკავებულებად“ არიან მოხსენიებული.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ვინ მოიაზრება თვითნებურად დაკავებულ პირებში და ვის გათავისუფლებას ითხოვს ბრიუსელი - უპასუხოდ დარჩენილი კითხვა სახელისუფლებო გუნდისთვის კიდევ ერთი არგუმენტია, ევროკავშირის ღირებულებით კრიზისზე ისაუბროსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები