პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში სწავლის მსურველებისთვის, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება 7 დეკემბრიდან 15 დეკემბრამდე გაგრძელდება

განათლების სამინისტროსაქართველოს მთავრობა

განათლების სამინისტროს ცნობით, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში სწავლის მსურველი ქართველი მე-12 კლასელებისთვის კონკურსზე განაცხადების მიღება 7-დან 15 დეკემბრამდე გაგრძელდება. წლიურად 42 ათას დოლარამდე საფასურს მთავრობა და უნივერსიტეტი სრულად დააფინანსებენ.

ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში სწავლის მსურველებისთვის, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება 7 დეკემბრიდან 15 დეკემბრამდე გაგრძელდება
რუსთავი 2

ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში სწავლის მსურველებისთვის, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება 7 დეკემბრიდან 15 დეკემბრამდე გაგრძელდება. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

აპლიკანტებმა განაცხადი უნდა გაგზავნონ განათლების სამინისტროს ელ. ფოსტის მისამართზე. განაცხადის წარდგენის შემდგომ კი, უნდა გაიარონ შერჩევის ორეტაპიანი პროცესი - შიდა კონკურსი, რომელსაც სამინისტრო უზრუნველყოფს.

რაც შეეხება მეორე ეტაპს აპლიკანტებმა ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის შერჩევის პროცედურები უნდა გაიარონ.

შიდა კონკურსი, 16-დან 25 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება და მოიცავს წერით გამოცდას ინგლისურ ენაში, ზოგადი უნარების ტესტსა და გასაუბრებას.

მიმდინარე წლის კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ საქართველოს სკოლების მე-12 კლასის მოსწავლეებს. განათლების სამინისტრო აზიის ნომერ პირველ და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ – ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს. ცოტნე ივანიშვილის ინიციატივითა და ჩართულობით მიღწეული შეთანხმება მაღალი აკადემიური მოსწრების ქართველ მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, მსოფლიო რეიტინგის მე-11 ადგილზე მყოფ სასწავლებელში სრული დაფინანსებით ისწავლონ. ამ უნივერსიტეტის პირველი ქართველი სტუდენტი სწორედ ცოტნე ივანიშვილია. შერჩეული მოსწავლეების სწავლის საფასურს, რომელიც წლიურად 42 ათას დოლარამდე აღწევს, საქართველოს მთავრობა და ჰონგ-კონგის უნივერსიტეტი დააფინანსებენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოჰონგ-კონგის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება 7 დეკემბრიდან 15 დეკემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება - განათლების სამინისტრო დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ცოტნე ივანიშვილის პირადი ჩართულობით განათლების სამინისტრო ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს. „ქრონიკის“ სიუჟეტიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები