იტალიაში მაღაზიიდან 60 ევროს ღირებულების კბილის პასტების ქურდობისა და ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ შესვლის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს
იტალიაში მაღაზიიდან 60 ევროს ღირებულების კბილის პასტების ქურდობისა და ქვეყანაში უკანონო ყოფნის ბრალდებით საქართველოს 32 წლის მოქალაქე დააკავეს.

იტალიაში მაღაზიიდან 60 ევროს ღირებულების კბილის პასტების ქურდობისა და ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ შესვლის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს. 32 წლის კაცი მარკეტის დაცვის თანამშრომელმა შენიშნა და მას ჩანთაში მოპარული პროდუქტი აღმოუჩინა, რომლის ღირებულებაც 60 ევროს შეადგენდა.
დაცვის თანამშრომელმა პოლიცია გამოიძახა, რის შემდეგადაც დადგინდა, რომ დაკავებული იტალიის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფებოდა. ის წარსულში ქვეყნიდან ერთხელ უკვე გააძევეს და ტერიტორიაზე შესვლა 3 წლით აუკრძალეს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…