“მივმართავ ბიძინა ივანიშვილს” – ნანუკა ჟორჟოლიანი
„ენმ-ის“ ერთ-ერთი ლიდერი ნანუკა ჟორჟოლიანი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და პროკურატურის მხრიდან საკუთარი ფონდისთვის ყადაღის მოხსნას ითხოვს, სადაც მისი თქმით, თითქმის ნახევარი მილიონია დარჩენილი ბავშვების დასახმარებლად.

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი:
❗️მივმართავ ბიძინა ივანიშვილს.
არ დაგიწყებთ იმის მოყოლას რა გაუკეთებია ნანუკას ფონდს. პროკურატურას დეტალურად აქვს ჩემი დოკუმენტაცია შესწავლილი და ალბათ უკვე გეტყოდნენ, რომ თქვენი “ერთგული” ვეზირებისგან განსხვავებით ერთი ლარიც კი, არაკეთილსინდისიერად არ დახარჯულა.
ოქროს ზოდებზე ხომ საუბარი საერთოდ ზედმეტია.
“ურჩიეთ” პროკურატურას ბავშვების დონდს მოხსნან ყადაღა.
იცით რამდენ ბავშვს დავეხმარები თითქმის ნახევარი მილიონით, რომელიც ანგარიშებზე დევს?
იცით რამდენ მშიერ და სიცოცხლისთვის მებრძოლ ბავშვს დავუბრუნებ იმედს?
რა შეიძლება იყოს ამ ამბებში ჩემი ხელის შეშლის მიზეზი, თუ არა ბოროტება.
რა ახსნა აქვს ამ ფონდის ყადაღას, რომელმაც ასობით ადამიანი გადაარჩინა შიმშილს, უიმედობას, სიკვდილს და კიდევ უფრო მეტი შეუძლია გააკეთოს და ამის შანსი, თქვენთვის უმარტივესი პროცედურა, ყადაღის მოხსნაა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…