პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ჟორჟოლიანი ბოკერიაზე: დღეს, როცა ოპოზიციურ მედიას თავს ესხმიან, იცოდეთ, 2012 წლამდე ტელევიზიებში დაბლოკვებზე პასუხისმგებელი სწორედ გიგა იყო

საქართველოს პროკურატურაკულტურის სამინისტრო

ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ 2012 წლამდე ტელევიზიებში დაბლოკვებზე პასუხისმგებელი გიგა ბოკერია იყო, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების დროს მედიას არაოფიციალურად აკონტროლებდა.

ჟორჟოლიანი ბოკერიაზე: დღეს, როცა ოპოზიციურ მედიას თავს ესხმიან, იცოდეთ, 2012 წლამდე ტელევიზიებში დაბლოკვებზე პასუხისმგებელი სწორედ გიგა იყო
იმედინიუსი

დღეს, როცა ოპოზიციურ მედიას თავს ესხმიან, იცოდეთ, 2012 წლამდე ტელევიზიებში დაბლოკვებზე პასუხისმგებელი სწორედ გიგა იყო, - წერს სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანი.

როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი აღნიშნავს, გიგა ბოკერია სააკაშვილის კარზე ტოპ გავლენიან 5 კაცს შორის იყო და მთავარი გადაწყვეტილებები მიიღებოდა იმ მაგიდასთან, რომელთანაც ის იჯდა.

„ბავშვებო, ახლა რომ წინა ხაზზე ხართ, მაშინ იმდენად პატარები იყავით უბრალოდ ბევრი რამ არ გეცოდინებათ.

მიშას ხელისუფლების დროს, რამდენიმე “გავლენიანი” ადამიანი იყო.

მაგალითად, ზურა ადეიშვილს პროკურატურა ჰქონდა ჩაბარებული, ვანოს პოლიცია, კეზერას და მერე ბაჩოს თავდაცვა, დასაწყისში ბაჩოს ციხე, ბენდუს რეფორმები, ნიკა რურუას მაშინ კულტურის სამინისტრო და ერთ-ერთი საუკეთესო მინისტრი იყო.

ვიღაცეები რა თქმა უნდა გამომრჩებიან, მაგრამ ვერაფრით გამოვტოვებ გიგა ბოკერიას რომელიც იყო უშიშროების საბჭოს მდივანი 2013 წლის ბოლო წამამდე, ვიდრე მიშა ხელისუფლებაში იყო.

მოდით ჩავხედოთ რა ებარა ოფიციალურად გიგას. (არაოფიციალურსაც მოგიყვებით)

1. თავდაცვა და შეიარაღებული ძალები.

2. ძალოვანი და სადაზვერვო უწყებები.

3. საგანგებო ვითარებები, საომარი მოქმედების გამოცხადების დაზვერვის გეგმის მომზადება.

4. საგარეო უსაფრთხოება.

5. კონფლიქტების მოგვარება ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

ანუ ყველა ის თემა, რომელზეც ყველაზე მეტი პრეტენზია და შავი ღრუბელი არსებობდა.

არაოფიციალურად- მედიის კონტროლი. ლობისტებთან ურთიერთობა, მათ შორის ფინანსურიც.

ასევე, იყო მიშას კარზე ტოპ გავლენიან 5 კაცს შორის და მთავარი გადაწყვეტილებები მიიღებოდა იმ მაგიდასთან, რომელთანაც ის იჯდა.

მაშინ როცა ყველა დაიჭირეს, დააკავეს, გააქციეს, ტიპი ტროტუარზე დგომისთვისაც კი, ერთხელაც არაა დაკავებული და უფრო მეტიც, დაჯარიმებულიც კი:)

ამიტომ, როცა ზღაპრებს მოისმენთ „არა მიშას“ კამპანიაზე, გახსოვდეთ, ამას ამბობს ადამიანი, რომელიც მიშასთან ერთად იღებდა ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ბოლო წუთამდე და თქვენ უბრალოდ გა@@ებენ.

და რატომ არის ასეთი ხელშეუხებელი, თავად დაფიქრდით, ჭკვიანი ხალხი ხართ თქვენ.

პ.ს. დღეს , მთელი ჩემი ფიდი, მათ შორის არამიშისტი ტიპები რომ პროვოკატორს მიწასთან ასწორებენ, ნიშნავს რომ საზოგადოებად შევდეგით“, - წერს იგი.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ნანუკა ჟორჟოლიანი: რას ამბობს არქივი (ვიდეო)წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები