პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

"ამის ყურება უკვე აუტანელი და გამაღიზიანებელია" - ცნობილმა ჟურნალისტმა ლუკა დონჩიჩი გააკრიტიკა

ამერიკელმა ჟურნალისტმა ზაკ ლოუმ ლუკა დონჩიჩი მსაჯებთან მუდმივი კამათის გამო გააკრიტიკა. ლოუს თქმით, კალათბურთელის ეს ქცევა უკვე აუტანელი გახდა და თამაშის საყურებლად უსიამოვნოა.

"ამის ყურება უკვე აუტანელი და გამაღიზიანებელია" - ცნობილმა ჟურნალისტმა ლუკა დონჩიჩი გააკრიტიკა
სპორტალი

ცნობილმა ამერიკელმა ჟურნალისტმა ზაკ ლოუმ ლოს ანჯელეს "ლეიკერსის" ვარსკვლავი ლუკა დონჩიჩი მსაჯებთან მუდმივი კამათის გამო გააკრიტიკა. მისი თქმით, სლოვენიელი კალათბურთელის ეს ჩვევა უკვე უკიდურეს ფორმას აღწევს და თამაშის საყურებლადაც უსიამოვნოს ხდის.

ლოუმ დონჩიჩის ქცევაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მსაჯებთან კამათი კალათბურთელის თამაშის განუყოფელ ნაწილად იქცა და ეს პრობლემა ჯერ კიდევ "დალას მავერიქსში" თამაშის პერიოდიდან მოდის.

"წუწუნი დაბრუნდა". ლუკას მსაჯებთან კამათმა პიკს მიაღწია, "დალასის" პერიოდის დონეს დაუბრუნდა. ეს ყოველ ჯერზე ხდება! უბრალოდ ითამაშე! ყველა ეპიზოდში ჯარიმა არ არის. ზოგჯერ მგონია, რომ უნდა გადაწყვიტო, ჯარიმის გამოსაწვევად თამაშობ კალათბურთს? მსაჯებთან ერთ-ერთზე ერთს თამაშობ თუ კალათბურთელებთან?" - განაცხადა ლოუმ.

ეს უკვე ყოველი შეტევის დროს ხდება. ყველაფერი კონტროლიდან გამოვიდა. "დალასის" პერიოდს დაუბრუნდა. ამის ყურება უკვე აუტანელია. ეს განსაკუთრებით მაღიზიანებს, რადგან ის გენიოსია, ნამდვილი კალათბურთის გენიოსი, რომელსაც ნებისმიერი სროლისა და გადაცემის შესრულება შეუძლია", - დასძინა ზაკ ლოუმ.

შეგახსენებთ, რომ ლუკა დონჩიჩი NBA-ში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შემტევია, თუმცა მსაჯებთან ხშირი კამათი მისი კარიერის განმავლობაში არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი. სლოვენიელმა გუშინ "სან ანტონიოსთან" მატჩის მიმდინარეობისას, არამხოლოდ მსაჯთან, არამედ "ლეიკერსის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტთან, და "სპურსის" ქომაგთანაც კი იჩხუბა.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
[VIDEOS] მამუკელაშვილის 13 წუთი ყოფილ გუნდთან და დონჩიჩის დაპირისპირება მწვრთნელთან და ქომაგთან - "ლეიკერსი" "სან ანტონიოსთან" დამარცხდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები