პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ესპანეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტი

ესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, სადაც დემოკრატიის დაბრუნების შემდეგ პირველად მთავრობაში შესაძლოა ულტრამემარჯვენე Vox-ი მოხვდეს. გამოკითხვებით ლიდერობს ალბერტო ნუნიეს ფეიხოოს „სახალხო პარტია“, თუმცა უმრავლესობისთვის მას Vox-თან კოალიცია დასჭირდება.

ესპანეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
იმედინიუსი

ესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომლის შედეგადაც, ქვეყანაში დემოკრატიის დაბრუნების შემდეგ პირველად, მთავრობის შემადგენლობაში შესაძლოა ულტრამემარჯვენე პარტია Vox-ი შევიდეს.

საარჩევნო უბნები 09:00-დან 20:00 საათამდეა ღია. სააგენტო EFE-ს ცნობით, ხმის მიცემის უფლება 38,6 მილიონ მოქალაქეს აქვს, რომლებმაც სენატის 209 და კონგრესის 350 წევრი უნდა აირჩიონ.

გამოკითხვების თანახმად, პირველი ადგილის დაკავების ყველაზე დიდი შანსი ალბერტო ნუნიეს ფეიხოოს კონსერვატიულ „სახალხო პარტიას“ აქვს, თუმცა აბსოლუტური უმრავლესობის მოსაპოვებლად მას კოალიცია ულტრამემარჯვენე Vox-თან დასჭირდება. Vox-ი უკრაინის შემდგომი სამხედრო დახმარების წინააღმდეგ გამოდის, მისი ლიდერი სანტიაგო აბასკალი კი ევროპელ ლიდერებს ომის გახანგრძლივების სურვილში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ უკრაინის დახმარება მხოლოდ დონალდ ტრამპს შეუძლია.

თავის მხრივ, მოქმედი პრემიერის, პედრო სანჩესის „სოციალისტურმა მუშათა პარტიამ“ წინასაარჩევნოდ ჩამორჩენა შეამცირა და სანჩესი გამარჯვებაში დარწმუნებულია, თუმცა წარმატების შემთხვევაშიც კი მას ახალი კოალიციის ჩამოყალიბება გაუჭირდება.

ვადამდელი კენჭისყრა სანჩესმა ოქტომბერში მას შემდეგ დანიშნა, რაც პარლამენტმა საბინაო კრიზისის დასაძლევად მთავრობის მიერ შეთავაზებული ზომები დაბლოკა. ეს პრობლემა განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც სექტემბერში მადრიდში ბინიდან 87 წლის ქალი გამოასახლეს - საინვესტიციო ფონდმა მას ქირა 230%-ით გაუზარდა. კრიტიკოსების აზრით, ამ თემის წინ წამოწევით სანჩესი ცდილობდა ყურადღების გადატანას გარემოცვის კორუფციული სკანდალებისა და ანკლავ სეუტაში შექმნილი მიგრაციული კრიზისისგან, სადაც 48 საათში მაროკოდან 80 ათასამდე ადამიანი შევიდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 2ნეიტრალური 2
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიესპანეთში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიესპანეთში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ტარდება
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება
  4. BM.GEოპოზიციურიესპანეთში ვადამდელი არჩევნები დაიწყო - მთავარი თემა საცხოვრებლის კრიზისია
  5. რუსთავი 2სამთავრობოესპანეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
POLITICO-ს გამოკითხვის თანახმად, ესპანეთი სანჩესის წინააღმდეგ განეწყოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები