პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

მედია - ესპანეთის არჩევნებში ამ დროისთვის, კონსერვატიული „სახალხო პარტია“ ლიდერობს

ესპანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმების ნახევარზე მეტის დათვლის შემდეგ კონსერვატიული „სახალხო პარტია“ ლიდერობს და „ვოქსთან“ კოალიციით უმრავლესობის შექმნას უახლოვდება, რაც პედრო სანჩესის რვაწლიან მმართველობას საფრთხეს უქმნის.

მედია - ესპანეთის არჩევნებში ამ დროისთვის, კონსერვატიული „სახალხო პარტია“ ლიდერობს
ინტერპრესნიუსი

ესპანეთში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმების დათვლის პროცესმა 50%-იან ნიშნულს გადააჭარბა.

დასავლური მედიის თანახმად, ცენტრისტულ-მემარჯვენე, კონსერვატიული „სახალხო პარტია“ (PP) კვლავ ინარჩუნებს ლიდერობას და ყველაზე მეტი მანდატის მოპოვების პერსპექტივა აქვს.

ამჟამინდელი მონაცემებით, პარტიამ შესაძლოა უმრავლესობის მოპოვება შეძლოს, თუ „ვოქსთან“ (Vox) კოალიციას შექმნის.

ხმების 53,2%-ის დათვლის შემდეგ, პროგნოზით, „სახალხო პარტია“ (PP) 135 მანდატს, ხოლო „ვოქსი“ (Vox) - 50 მანდატს მიიღებს.

მმართველი სოციალისტების შემთხვევაში, პროგნოზით, ისინი 118 მანდატს მოიპოვებენ.

შესაბამისად,მედია აღნიშნავს, რომ სულ უფრო რეალური ხდება სცენარი, რომლის მიხედვითაც, რვაწლიანი მმართველობის შემდეგ პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი თანამდებობას დატოვებს, მას კი თანამედროვე ესპანეთის ისტორიაში პირველად ისეთი მთავრობა ჩაანაცვლებს, რომელსაც მემარჯვენე ძალები უჭერენ მხარს.

კერძოდ, ცენტრისტულ-მემარჯვენე „სახალხო პარტია“ (PP) ლიდერობს ხმების 31,72%-ით. პროგნოზების თანახმად, აღნიშნული პარტია, მემარჯვენე პარტია „ვოქსთან“ (Vox - 15,55%) ერთად, ჯამში 183 ადგილს მოიპოვებს.

სანჩესის სოციალისტების მმართველობიდან გასაყვანად, სულ მცირე, 176 მანდატია საჭირო. ამჟამად სოციალისტები „სახალხო პარტიას“ ჩამორჩებიან - მათ ხმების 29,62% და 118 მანდატი აქვთ.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები