ესპანეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელიც პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა მას შემდეგ დანიშნა, რაც პარლამენტმა საბინაო კანონმდებლობაში ცვლილებები არ დაამტკიცა.

ესპანეთში საარჩევნო უბნები გაიხსნა და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს. ინფორმაცია BBC ავრცელებს.
სოციალისტმა პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა არჩევნები ვადაზე რვა თვით ადრე დანიშნა მას შემდეგ, რაც ესპანეთის პარლამენტის წევრებმა, ქვეყნის საბინაო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები არ დაამტკიცეს.
მედიის ინფორმაციით, სანჩესის "სოციალისტურ" პარტიას (PSOE) ძლიერი კონკურენციის გაწევა მოუწევს "კონსერვატიული სახალხო პარტიისთვის" (PP). უმრავლესობის მოსაპოვებლად კი, "სახალხო პარტიას" შესაძლოა ულტრამემარჯვენე პარტია "ვოქსის" მხარდაჭერა დასჭირდეს.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, პრემიერ-მინისტრი მცირედით ჩამორჩება თავის მთავარ მეტოქეს, ალბერტო ნუნიეს ფეიხოოს, რომლის პარტიაც "სახალხო პარტიაა" (PP). თუმცა, პარასკევს სანჩესმა მხარდამჭერებს განუცხადა, რომ გამარჯვების შესაძლებლობაში დარწმუნებულია.
მოსალოდნელია, რომ წინასწარი შედეგები საარჩევნო უბნების დახურვიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ გამოქვეყნდება, ოფიციალური მონაცემების გავოქმეყნება კი ღამით დაიწყება და ორშაბათს გაგრძელდება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…