პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

კითხვას, ვინ არიან "თვითნებურად დაკავებულები", საქართველოში ევროკავშირის ელჩი ისევ თავს არიდებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ჟურნალისტის კითხვას, თუ ვის გულისხმობს „თვითნებურად დაკავებულებში“ და რატომ არ გადასცა სია საგარეო საქმეთა სამინისტროს, კვლავ უპასუხოდ ტოვებს.

ოპოზიციის გუშინდელ აქციას ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს ევროპელმა პოლიტიკოსებმა, რომლებმაც ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების მხარდასაჭერად ევროპარლამენტში რეზოლუციაც მიიღეს.

ამჯერად, მათ პაატა ბურჭულაძისა და სხვა დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს, ვისაც "თვითნებურად დაკავებულებად" მიიჩნევენ, თუმცა, კითხვას - ვინ არიან თვითნებურად დაკავებულები, საქართველოში ევროკავშირის ელჩი თავს არიდებს.

პაველ ჰერჩინსკის ეს სია არც საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გადაუცია, იმის მიუხედავად, რომ კითხვები უკვე დიდი ხანია არსებობს.

"კუერიერის" ჟურნალისტის კითხვა: "თქვენ ხშირად საუბრობთ თვითნებურად დაკავებულ პირებზე. ვის გულისხმობთ თვითნებურად დაკავებულებში და სიას რატომ არ აძლევთ საგარეო საქმეთა სამინისტროს?" - ჰერჩინსკიმ უპასუხოდ დატოვა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი ზურაბაშვილმა და პაველ ჰერჩინსკიმ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები