საგარეო უწყება: გიორგი ზურაბაშვილმა ევროკავშირის მხარეს კიდევ ერთხელ სთხოვა, წარმოადგინოს კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვინ იგულისხმება „თვითნებურად დაკავებულთა შორის“ მაშინ, როცა კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებით მიღებულია შესაბამისი სამართლებრივი შედეგი
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ზურაბაშვილმა ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის მოსთხოვა დაასახელოს „თვითნებურად დაკავებულთა“ ვინაობა და ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ზურაბაშვილმა ევროკავშირის მხარეს კიდევ ერთხელ სთხოვა, წარმოადგინოს კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვინ იგულისხმება „თვითნებურად დაკავებულთა შორის“ მაშინ, როცა კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებით მიღებულია შესაბამისი სამართლებრივი შედეგი, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყება საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელთან, ელჩ პაველ ჰერჩინსკისთან გიორგი ზურაბაშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე და „საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ მორიგ რეზოლუციაზე, რაც საქართველოს შესახებ ყალბი შეხედულებების გასავრცელებლად მორიგი მიზანმიმართული ნაბიჯია და ძირს უთხრის საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს“.
„მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის დებატებსა და რეზოლუციას ამყარებს ევროკომისიის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადება და კიდევ ერთხელ ეთხოვა ევროკავშირის მხარეს, წარმოადგინოს კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვინ იგულისხმება „თვითნებურად დაკავებულთა შორის“ მაშინ, როცა კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებით მიღებულია შესაბამისი სამართლებრივი შედეგი. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ქართულ მხარეს არ მიუღია მსგავსი ინფორმაცია, მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, რაც ამყარებს მოსაზრებას, რომ ევროკავშირის მხრიდან ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა.
შეხვედრისას ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მიმართ ურყევი ერთგულება და ხაზი გაუსვა მხარეებს შორის ღია დიალოგის მნიშვნელობას“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
8 სტატიასაგარეო უწყება – პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე გიორგი ზურაბაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს წინააღმდეგ მორიგ რეზოლუციაზე, რაც ყალბი ნარატივების გასავრცელებლად მიზანმიმართული ნაბიჯია
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი პაველ ჰერჩინსკის შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე პაველ ჰერჩინსკის შეხვდა - გიორგი ზურაბაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე და საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ მორიგ რეზოლუციაზე, რაც საქართველოს შესახებ ყალბი შეხედულებების გასავრცელებლად მორიგი მიზანმიმართული ნაბიჯია და ძირს უთხრის საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს
საგარეო უწყება - გიორგი ზურაბაშვილმა პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე და რეზოლუციაზე, რაც საქართველოს შესახებ ყალბი ნარატივების გასავრცელებლად მორიგი მიზანმიმართული ნაბიჯია
გიორგი ზურაბაშვილმა და პაველ ჰერჩინსკიმ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილეს
ზურაბაშვილმა ევროპარლამენტში დებატების საპასუხოდ ჰერჩინსკის უსაყვედურა
საგარეო უწყება: გიორგი ზურაბაშვილმა ევროკავშირის მხარეს კიდევ ერთხელ სთხოვა, წარმოადგინოს კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვინ იგულისხმება „თვითნებურად დაკავებულთა შორის“ მაშინ, როცა კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებით მიღებულია შესაბამისი სამართლებრივი შედეგი
ევროპარლამენტის მიერ ივანიშვილის და "ოცნების" ლიდერების დასანქცირების მოთხოვნის შემდეგ, ზურაბაშვილმა ჰერჩინსკისგან განმარტებები მოითხოვა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…