გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ NBA-ში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ „მილუოკი ბაქსი“ 107-99 დაამარცხა და NBA-ში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა ცენტრმა 18 წუთში 12 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა.

გოგა ბითაძის უშეცდომო თამაში და „ორლანდო მეჯიქის“ ზედიზედ მესამე გამარჯვება NBA-ში. ფლორიდულმა კლუბმა მორიგ ტურში „მილუოკი ბაქსი“ 107-99 დაამარცხა.
ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 18 წუთი გაატარა და გუნდს 12 ქულა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შესძინა.
ბითაძემ შეტევაში 100-პროცენტიანი სიზუსტე აჩვენა. მან ხუთივე ორქულიანი და ორივე საჯარიმო სროლა ზუსტად გამოიყენა.
4-მატჩიანი წაგებათა სერიის დაძლევის შემდეგ, “ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 5 მოგებითა და 7 მარცხით მე-9 ადგილზეა.
ქართველის გუნდი მომდევნო შეხვედრას 17 ნოემბერს, სტუმრად „ბოსტონ სელტიქსის“ წინააღმდეგ გამართავს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…