საბერძნეთის შს მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დანიშვნიდან 2 კვირის შემდეგ, სკანდალის გამო დატოვა
საბერძნეთის შს მინისტრის მოადგილე ვანგელის ლიაკოსი დანიშვნიდან ორ კვირაში გადადგა მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ცნობა მისი დების კომპანიების მიერ 1.4 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კონტრაქტების პირდაპირი წესით მიღებაზე.

საბერძნეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვანგელის ლიაკოსმა თანამდებობა, დანიშვნიდან ორ კვირაში, სახელმწიფო კონტრაქტებთან დაკავშირებული სკანდალის გამო დატოვა.
მანამდე მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ მისი ორი დის მფლობელობაში არსებულმა კომპანიებმა პირდაპირი წესით მილიონ 400 ათას ევროზე მეტი ღირებულების სახელმწიფო კონტრაქტები მოიპოვეს. ამავე ცნობაში აღნიშნულია, რომ 2019 წლიდან, როცა ლიაკოსი პარლამენტის წევრი გახდა, სახელმწიფო უწყებებიდან მისი დების ბიზნესის ბრუნვა რვაჯერ გაიზარდა. ჩინოსანი დების პროფესიულ საქმიანობასთან კავშირს უარყოფს, აცხადებს, რომ „ამორალური და ვულგარული თავდასხმის“ სამიზნე გახდა და თანამდებობას „წინასაარჩევნო კანიბალიზმის დასრულების იმედით“ ტოვებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…