პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

Der Spiegel: გერმანიაში შიშობენ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი სავაჭრო მარშრუტებზეც გავრცელდება

Der Spiegel-ის ცნობით, ბერლინში შიშობენ, რომ უკრაინის ომი სავაჭრო მარშრუტებსა და ბალტიის ზღვაზე გავრცელდება, რამაც შესაძლოა კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევის შეთანხმებას ძირი გამოუთხაროს. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა უკრაინას თავშეკავებისკენ მოუწოდა.

Der Spiegel: გერმანიაში შიშობენ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი სავაჭრო მარშრუტებზეც გავრცელდება
იმედინიუსი

გერმანიის მთავრობაში შიშობენ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი სავაჭრო მარშრუტებზეც გავრცელდება. მსგავსი შეშფოთება ლიბიის სანაპიროსთან და ფინეთის ყურეში რუსულ გემებზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ გაჩნდა. ბერლინში დაისვა კითხვა, შეიძლება თუ არა ომი გერმანიის სანაპირო წყლებზეც გავრცელდეს, კერძოდ, ბალტიის ზღვაში მდებარე კუნძულ ფემარნის მახლობლად, სადაც რუსეთის ფედერაციის გემები კურსირებენ და რუსული ფრეგატი „ადმირალი გრიგოროვიჩი“ იმყოფება, - წერს Der Spiegel-ი.

„საბრძოლო მოქმედებების ზონის ბალტიის ზღვაზე გავრცელება ომის ესკალაციის არაპროგნოზირებად რისკს შეიცავს“, - განუცხადა გამოცემას წყარომ გერმანიის უსაფრთხოების სამსახურებიდან.

პუბლიკაციის თანახმად, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა 23 ნოემბერს ბერლინში უკრაინელი კოლეგის, ევგენი ხმარას მიღებისას მას განუცხადა, რომ ბალტიის ზღვაში რუსულ სამიზნეებზე უკრაინული თავდასხმების გაფართოებამ შესაძლოა ძირი გამოუთხაროს კიევისთვის მასშტაბური სამხედრო დახმარების გაწევის თაობაზე არსებულ თანხმობას. შეხვედრის შემდეგ პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ კიევს ეკისრება „განსაკუთრებული პასუხისმგებლობა“ იმაზე, რომ ომი „ბალტიის ზღვაზე არ გავრცელდეს“.

თუმცა გერმანიაში განსხვავებული მოსაზრებებიც არსებობს. „ის, ვინც ახლა საჯაროდ მოუწოდებს კიევს თავშეკავებისკენ, არასწორ სიგნალს გზავნის და რისკავს, აგრესორს საკუთარი სამხედრო ლოგისტიკისთვის თავშესაფარი მისცეს“, - განაცხადა ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, თომას რევეკამპმა.

მანამდე უკრაინული ძალების მიერ ლიბიის ქალაქ ბენღაზის ბაზაზე რუსულ გემებზე განხორციელებულმა თავდასხმამ იტალიის ნეგატიური რეაქცია გამოიწვია. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ ლიბიის სუვერენიტეტის დარღვევას შეცდომა უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რომს უკრაინული ოპერაციების შესახებ წინასწარი გაფრთხილება არ მიუღია. მისი თქმით, რომის ხელისუფლებას აშფოთებს სამხედრო მოქმედებები „იტალიიდან სულ რამდენიმე ასეულ კილომეტრში“.

საზღვაო დრონების გამოყენებით ჩატარებული ოპერაციის შედეგად ჩაიძირა რუსული კორვეტი „მერკური“, ასევე დაზიანდა მშრალტვირთმზიდი გემი „ანგარა“, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის ომის მსვლელობისას იარაღის გადასაზიდად გამოიყენება. აღმოსავლეთ ლიბიის ხელისუფლებამ თავდასხმები დაგმო და განაცხადა, რომ ამ დროს ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსულ სამხედრო ხომალდს ლეგიტიმურ სამიზნედ მიიჩნევენ. ამასთან, უწყებაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ კიევი პატივს სცემს ლიბიის სუვერენიტეტს და ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარებით არის დაინტერესებული.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მედია: გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი პუტინთან მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას გამოთქვამსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები