პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მედია: გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი პუტინთან მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინთან დიალოგისთვის მზადაა, თუმცა ხაზს უსვამს, რომ მოლაპარაკებების ნაწილი აუცილებლად ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს.

მედია: გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი პუტინთან მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
რუსთავი 2

გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი მზადყოფნას გამოთქვამს, უკრაინის ომთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დიალოგის შეთავაზება მიიღოს.

"მიწვევაზე უარის თქმა სრულიად არასწორი სიგნალი იქნებოდა. ჩვენ უნდა ვისაუბროთ. საბოლოო შედეგის მიღწევა მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვინც დიალოგს მართავს“, - განაცხადა პისტორიუსმა.

მინისტრის თქმით, პირველ რიგში, ყველაფერი თავად პუტინზეა დამოკიდებული.

"თუ ის პირველ სიგნალებს ახლა აგზავნის და ევროპელებს მოსკოვში იწვევს, ეს ყველა თვალსაზრისით მისასალმებელია“, - განაცხადა პისტორიუსმა.

თუმცა, მისი თქმით, საბოლოო ჯამში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება არა განცხადებებსა და მოწვევებს, არამედ კონკრეტულ შედეგებს. ასეთ შედეგებს შორის კი, ცეცხლის შეწყვეტაც უნდა იყოს.

მინისტრის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების გამართვის ნება რეალურად უნდა გამოჩნდეს. დაუშვებელია, მოლაპარაკებები გაჭიანურდეს და შესაძლოა მხოლოდ მოჩვენებითი ხასიათი ჰქონდეს, მაშინ როცა უკრაინაში ადამიანების სიცოცხლის მოსპობა ამ ზამთარს და მის შემდეგაც გაგრძელდება.

"თუ მოლაპარაკებები გაიმართება, ერთი რამ ნათელი უნდა იყოს: შეთანხმების ნაწილი ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს. არ შეიძლება, ერთი მხრივ, კვლავ ისროდნენ, მეორე მხრივ კი ისე იქცეოდნენ, თითქოს სადღაც მოლაპარაკებების გამართვა სურთ. თუმცა, იმის გასარკვევად, რამდენად რეალურია ეს, ერთმანეთთან საუბარი აუცილებელია“, - განაცხადა პისტორიუსმა.

მისი ითქმით, სამწუხაროდ, ბოლო წლების გამოცდილება აჩვენებს, რომ პუტინის არც ერთი განცხადება ან მინიშნება, უკრაინაში არსებულ რეალურ ვითარებაზე არ ასახულა.

პისტორიუსის განმარტებით, ახლა საჭიროა მოვლენების განვითარებას დაელოდონ და მოლაპარაკებები გამართონ, თუმცა ამ საკითხის განუსაზღვრელი ვადით გადადება დაუშვებელია.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ბორის პისტორიუსის განცხადებით, რუსეთზე დარტყმებისთვის უკრაინის მიმართ კრიტიკა „საკმაოდ სულელურია“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები