პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ცოტნე ანანიძე: ქედელობა მხოლოდ დაბადების ადგილს არ ნიშნავს - ეს არის მემკვიდრეობა, ფესვები და იდენტობა, რომელსაც თითოეული ქედელი, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს, მთელი ცხოვრების განმავლობაში ატარებს

აჭარის მთავრობა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე დაბა ქედაში სახალხო დღესასწაულს „შემოდგომა ქედაში“ დაესწრო და განაცხადა, რომ ქედელობა მემკვიდრეობა, ფესვები და იდენტობაა.

ცოტნე ანანიძე: ქედელობა მხოლოდ დაბადების ადგილს არ ნიშნავს - ეს არის მემკვიდრეობა, ფესვები და იდენტობა, რომელსაც თითოეული ქედელი, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს, მთელი ცხოვრების განმავლობაში ატარებს
იმედინიუსი

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე დაბა ქედაში სახალხო დღესასწაულს - „შემოდგომა ქედაში“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

ცოტნე ანანიძის თქმით, ქედელობა მხოლოდ დაბადების ადგილს არ ნიშნავს - ეს არის მემკვიდრეობა, ფესვები და იდენტობა, რომელსაც თითოეული ქედელი, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს, მთელი ცხოვრების განმავლობაში ატარებს.

„ვინც ერთხელ ნახავს ქედას, სულ საქართველოს ხედავს! - მიმაჩნია, რომ ეს სლოგანი ყველაზე კარგად გამოხატავს ქედის ხასიათს და განსაკუთრებულობას.

ქედელობა მხოლოდ დაბადების ადგილს არ ნიშნავს - ეს არის მემკვიდრეობა, ფესვები და იდენტობა, რომელსაც თითოეული ქედელი, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს, მთელი ცხოვრების განმავლობაში ატარებს.

ქართველი ადამიანის ორი უმნიშვნელოვანესი თვისება - შრომისმოყვარეობა და სტუმართმოყვარეობა - ქედელის ხასიათსა და ცხოვრების წესში განსაკუთრებულად ვლინდება. ამ თვისებებს ყველაზე კარგად სწორედ ქედაში დაინახავთ და შეიგრძნობთ“, - აღნიშნავს იგი.

სახალხო დღესასწაული მრავალფეროვანი კულტურული, გასართობი და სპორტული აქტივობებით აღინიშნა. წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მეწარმეებისა და მეღვინეების პროდუქცია, ტრადიციული რეწვის ნიმუშები და ეთნოგრაფიული ექსპოზიციები. დაჯილდოვდნენ საპატიო ქედელები და წარმატებული სპორტსმენები.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ზურაბ პატარაძე ქედის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაულს "შემოდგომა ქედაში" დაესწროწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები