პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აჭარის უმაღლეს საბჭოში ექვსივე მუნიციპალიტეტის დელეგატმა მოქალაქეებთან ერთობლივი შეხვედრა გამართა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე და ექვსივე მუნიციპალიტეტის დელეგატები მოქალაქეებს შეხვდნენ და მათ საჭიროებებს გაეცნენ.

აჭარის უმაღლეს საბჭოში ექვსივე მუნიციპალიტეტის დელეგატმა მოქალაქეებთან ერთობლივი შეხვედრა გამართა
რუსთავი 2

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე, მუნიციპალიტეტების დელეგატებთან ერთად, რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა.

კანონმდებლებმა რეგიონის მცხოვრებლების საჭიროებების შესახებ ინფორმაცია უშუალო დიალოგის ფორმატში მოისმინეს. ჯანდაცვა, სოციალური სფერო, დასაქმება, ინფრასტრუქტურა, ეს იმ საკითხთა არასრული ჩამონათვალია, რომელთა მოგვარებაში მოქალაქეები მხარდაჭერას ითხოვენ.

აღსანიშნავია, რომ მოქალაქეთა მიღება საკანონმდებლო ორგანოში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. თუმცა, მსგავსი ფორმატის შეხვედრა, სადაც, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ და ექვსივე მუნიციპალიტეტის დელეგატმა, თემატური დიფერენციაციის გარეშე, ერთდროულად მოუსმინეს მოქალაქეებს, პირველად გაიმართა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ცოტნე ანანიძის განცხადებით, მსგავსი ფორმატის შეხვედრები საკანონმდებლო ორგანოში გაგრძელდება და სისტემატურად გაიმართება.

უმაღლესი საბჭოს წევრებმა მოსახლეობის საჭიროებები ჩაინიშნეს და კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის უწყებებთან შუამდგომლობას დაჰპირდნენ.

შეხვედრას ესწრებოდნენ, ქალაქ ბათუმის დელეგატი აჭარის უმაღლეს საბჭოში - რამაზ ჯინჭარაძე, ქობულეთის დელეგატი - ცოტნე ანანიძე, ხელვაჩაურის დელეგატი - მინდია დიასამიძე, ქედის დელეგატი - ნადიმ ვარშანიძე, შუახევის დელეგატი - ფრიდონ ფუტკარაძე, ხულოს დელეგატი - მინურ პაქსაძე.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ცოტნე ანანიძეს და უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის წევრებს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები