პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ზურაბ ჯაფარიძე - საბოლოოდ, გამარჯვების გზა ძალიან ბევრ გაბრაზებულ ადამიანზე გადის! ერთადერთი, რაც ამ ტიპის რეჟიმს დაამარცხებს, ბევრი გაბრაზებული ადამიანია - ერთად უნდა გამოვიდეთ და უთავმოყვარეო ყოფა დავამთავროთ

ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, რეჟიმის დამარცხების ერთადერთი გზა ბევრი გაბრაზებული ადამიანის ქუჩაში გამოსვლაა. მისი თქმით, ოპოზიციურ ალიანსში შეთანხმდნენ, რომ პერიოდულად დიდი აქციები გაიმართება.

ზურაბ ჯაფარიძე - საბოლოოდ, გამარჯვების გზა ძალიან ბევრ გაბრაზებულ ადამიანზე გადის! ერთადერთი, რაც ამ ტიპის რეჟიმს დაამარცხებს, ბევრი გაბრაზებული ადამიანია - ერთად უნდა გამოვიდეთ და უთავმოყვარეო ყოფა დავამთავროთ
ინტერპრესნიუსი

საბოლოო ჯამში, გამარჯვების გზა ძალიან ბევრ გაბრაზებულ ადამიანზე გადის! ერთადერთი, რაც ამ ტიპის რეჟიმს დაამარცხებს, ბევრი გაბრაზებული ადამიანია - ერთად უნდა გამოვიდეთ და ის უთავმოყვარეო ყოფა დავამთავროთ, რაშიც ახლა ვიმყოფებით, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

აქვე ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში დღეს ბევრი გაბრაზებული ადამიანია, რომელთა რაღაც ნაწილს ხელი აქვს ჩაქნეული, ხოლო რაღაც ნაწილი შეშინებულია. ჯაფარიძის თქმით, პოლიტიკოსების ამოცანაა, ვინც შეშინებულია, მათი გამხნევება მოხდეს, ხოლო ვისაც ხელი აქვს ჩაქნეული, აუხსნან, რომ ეს გამოსავალი არ არის.

„არსებითია ადამიანების რაოდენობა. თუ დღეს ბევრი ადამიანი გამოვა, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს დღე შედგა!

დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ერთმანეთი დავინახოთ. ვნახოთ, რომ ტერორის მიუხედავად, რაც ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში გამოვიარეთ და იმის მიუხედავად, რომ რეჟიმი საკუთარ პროპაგანდაზე მილიონებს ხარჯავს, ამ ქვეყანაში ადამიანების ტვინების შეტრიალება არ ხდება და ადამიანები თავისუფლებისა და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლას აგრძელებენ. ეს არის ამ ქვეყნის ისტორიული არჩევანი - სხვა არჩევანი უბრალოდ არა გვაქვს!

დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია და ეს დღე აუცილებლად შედგება", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისივე ინფორმაციით, „ოპოზიციურ ალიანსში“ არის შეთანხმება, რომ რაღაც პერიოდი დიდი აქციები გაიმართოს, ხოლო შუალედებში მათი მთავარი საქმე მოქალაქეთა მობილიზება იქნება.

„ყოველი შემდეგი აქცია უნდა იყოს უფრო მრავალრიცხოვანი, ვიდრე წინა აქცია იყო", - აღნიშნა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"საქართველო ევროპაა! გამარჯვებამდე!" - თბილისში ხალხი კვლავ გამოვიდა ხელისუფლების წინააღმდეგწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები