თურქი და ისრაელელი ფეხბურთის ქომაგები ბათუმის აეროპორტში – პოლიციამ დაპირისპირება აღკვეთა
ბათუმის აეროპორტში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ გულშემატკივრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. შსს-ს ცნობით, ინციდენტი პოლიციამ განმუხტა და ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.

დღეს, 28 ნოემბერს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში საფეხბურთო კლუბების – „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ გულშემატკივრები ისევ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
კადრებში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ჩანს, რომ თურქული და ისრაელის საფეხბურთო კლუბების გულშემატკივრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
როგორც „ბათუმელებს“ შსს-ში უთხრეს, სიტყვიერი დაპირისპირება პოლიციამ განმუხტა. მათივე ინფორმაციით, ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.
შეგახსენეთ, რომ 26 ნოემბერს, ბათუმი არენაზე, სადაც თურქული „ბეშიქთაშსა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ შეხვედრა იმართებოდა, ბეშიქთაშის გულშემატკივარი პოლიციას დაუპირისპირდა. პოლიციამ წიწაკის სპრეი გამოიყენა ფეხბურთის ფანებმა კი სტადიონზე სკამები დაამტვრიეს და პოლიციას დაუშინეს.
ოფიციალური მონაცემებით, ამ დაპირისპირების შედეგად დაშავდა 3 პოლიციელი, თურქეთის 16 მოქალაქე კი დააკავეს. თუმცა ისინი პოლიციამ იმავე ღამეს გაათავისუფლა.
პოლიციის მიერ ქომაგების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე პრეტენზიები განცხადა თურქეთის შს მინისტრმა. სატელეფონო ზარები იყო საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორისაც.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…