პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ირანი ახალ სამხედრო ოპერაციებს გეგმავს, რათა დასავლეთ აზიიდან აშშ გააძევოს - სამხედრო ძალებს ოპერაციებზე გეოგრაფიული შეზღუდვების მოხსნა დაევალა

ირანის საზღვაო ძალების მეთაურის, შაჰრამ ირანის განცხადებით, შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ბრძანება ახალი ოპერაციების ჩატარებისა და გეოგრაფიული შეზღუდვების მოხსნის შესახებ, რათა აშშ დასავლეთ აზიიდან და ინდოეთის ოკეანიდან განიდევნოს.

ირანი ახალ სამხედრო ოპერაციებს გეგმავს, რათა დასავლეთ აზიიდან აშშ გააძევოს - სამხედრო ძალებს ოპერაციებზე გეოგრაფიული შეზღუდვების მოხსნა დაევალა
რუსთავი 2

ირანის საზღვაო ძალების მეთაურის, კონტრადმირალ შაჰრამ ირანის განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა უახლოეს მომავალში რამდენიმე ოპერაციის ჩატარების ბრძანება მიიღეს. მისი თქმით, ირანის საბოლოო მიზანი, მთლიანად დასავლეთ აზიის რეგიონიდან აშშ-ის განდევნაა.

ირანის განცხადებით, ქვეყნის უზენაესმა ლიდერმა, მოჯთაბა ხამენეიმ, შეიარაღებულ ძალებს დაავალა, სამხედრო ოპერაციებზე დაწესებული გეოგრაფიული შეზღუდვები მოიხსნას, რაც მათ საშუალებას მისცემს, უფრო შორი მოქმედების იარაღი და აღჭურვილობა გამოიყენონ.

ირანიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბოლოო მიზანი აშშ-ის საზღვაო ბლოკადის გარღვევა არ არის. მისი თქმით, ამერიკულმა ძალებმა როგორც დასავლეთ აზია, ისე ინდოეთის ოკეანის აკვატორია უნდა დატოვონ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მოჰსენ რეზაი - თუ აშშ ირანის წინააღმდეგ ომს დაიწყებს, აგრესიაში ჩართული ნებისმიერი სამხედრო ბაზა ირანის სასიკვდილო დარტყმების ლეგიტიმური სამიზნე გახდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები