ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ საფეხბურთო კლუბების მხარდამჭერები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში თურქული „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ გულშემატკივრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში თურქეთის საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის საფეხბურთო კლუბ „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მხარდამჭერები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
არსებული ინფორმაციით, გულშემატკივრები ერთმანეთს აეროპორტში გამგზავრების პერიოდში შეხვდნენ.
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაუკავებიათ.
მხარეებს შორის დაპირისპირება სამართალდამცავებმა განმუხტეს.
ამ დროისათვის, ისრაელისა და თურქეთის მიმართულებით, ფრენები უკვე შესრულდა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…