პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

1 871 908 ლარად ღირებულ სპორტულ სტადიონს დაეუფლა - დააკავეს 1 პირი

საქართველოს პროკურატურა

პროკურატურის ცნობით, ქობულეთის სოფელ გორგაძეებში 1 871 908 ლარად შეფასებული სახელმწიფო სტადიონის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

1 871 908 ლარად ღირებულ სპორტულ სტადიონს დაეუფლა - დააკავეს 1 პირი
ფორმულა

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება ახლდა, ერთი პირი დააკავეს.

პროკურატურის ცნობით, ქობულეთის რაიონის სოფელ გორგაძეებში მცხოვრებმა ბრალდებულმა განიზრახა თაღლითურად დაუფლებოდა ამავე სოფელში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე მოწყობილ 11 248 კვ.მ. ფართის სპორტულ სტადიონს და შემდგომში მოეხდინა უკანონოდ მიღებული შემოსავლის ლეგალიზაცია.

აღნიშნულია, რომ ბრალდებულმა სპორტული სტადიონის ტერიტორია ფიქტიურად დაყო სამ ნაწილად და გაყალბებული დოკუმენტაციის საფუძველზე, როგორც თითქოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკუთრებაში დაარეგისტრირა თავის და მასთან დაკავშირებული ფიქტიური პირების სახელზე.

"საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემდეგ, მიწის ნაკვეთების უკანონო წარმომავლობის დაფარვის მიზნით, მან სამივე მიწის ნაკვეთს შეუცვალა ფუნქცია და არასასოფლო-სამეურნეო მიწად დაარეგსტრირა საჯარო რეესტრში. ხსენებულის შემდეგ, ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, სამივე მიწის ნაკვეთი გადააფორმა მასთან დაკავშირებული პირის სახელზე, რომელმაც შემდეგში მისი დავალებით მიმართა საჯარო რეესტრს და მოახდინა მიწის ნაკვეთების გაერთიანება, რითაც მოხდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია და ამ გზით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის - 1 871 908 ლარად ღირებული სპორტული სტადიონის დაუფლება", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ერთი პირია დაკავებული. მას ბრალდება სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 2
  1. იმედინიუსისამთავრობოპროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება ახლდა, ერთი პირი დააკავა
  2. ალიაოპოზიციურიდააკავეს პირი, რომელიც სოფელ გიორგაძეებში 1 871 908 ლარად ღირებულ სპორტულ სტადიონს უკანონოდ დაეუფლა
  3. ბათუმელებიოპოზიციურიქობულეთში სახელმწიფო სტადიონის დაუფლებისა და შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პროკურატურამ დიდი ოდენობით უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები