პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ქობულეთში სახელმწიფო სტადიონის დაუფლებისა და შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს პროკურატურა

ქობულეთში პროკურატურამ 1,87 მილიონ ლარად ღირებული სახელმწიფო სტადიონის თაღლითურად დაუფლებისა და ფულის გათეთრების ბრალდებით ერთი პირი დააკავა, რომელსაც სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

ქობულეთში სახელმწიფო სტადიონის დაუფლებისა და შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ბათუმელები

ქობულეთში, სოფელ გორგაძეებში მცხოვრები ერთი პირი დააკავეს, გამოძიების ვერსიით, მან სახელმწიფოს კუთვნილი სპორტული სტადიონი თაღლითურად მიითვისა და შემდეგ მისი ლეგალიზაცია სცადა. საუბარია დაახლოებით 1,87 მილიონი ლარის ღირებულების ქონებაზე.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გორგაძეებში მცხოვრებმა ბრალდებულმა ამავე სოფელში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე არსებული 11 248 კვ.მ. ფართის სპორტული სტადიონის თაღლითურად დაუფლება განიზრახა, შემდგომში კი გეგმავდა უკანონოდ მიღებული შემოსავლის ლეგალიზაციას.

ამ მიზნით, ბრალდებულმა სპორტული სტადიონის ტერიტორია დაყო სამ ნაწილად და გაყალბებული დოკუმენტაციის საფუძველზე, როგორც თითქოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკუთრებაში დაარეგისტრირა თავის და მასთან დაკავშირებული ფიქტიური პირების სახელზე.

საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემდეგ, მიწის ნაკვეთების უკანონო წარმომავლობის დაფარვის მიზნით, მან სამივე მიწის ნაკვეთს შეუცვალა ფუნქცია და არასასოფლო-სამეურნეო მიწად დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში.

შემდეგ, ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, სამივე მიწის ნაკვეთი გადააფორმა მასთან დაკავშირებული პირის სახელზე, რომელმაც მისი დავალებით მიმართა საჯარო რეესტრს და ნაკვეთების გაერთიანება მოითხოვა, რითაც მოხდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია და ამ გზით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის — 1 მილიონ 871 908 ლარად ღირებული სპორტული სტადიონის დაუფლება.

ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ერთი პირია დაკავებული. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 2
  1. იმედინიუსისამთავრობოპროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება ახლდა, ერთი პირი დააკავა
  2. ალიაოპოზიციურიდააკავეს პირი, რომელიც სოფელ გიორგაძეებში 1 871 908 ლარად ღირებულ სპორტულ სტადიონს უკანონოდ დაეუფლა
  3. ფორმულაოპოზიციური1 871 908 ლარად ღირებულ სპორტულ სტადიონს დაეუფლა - დააკავეს 1 პირი
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პროკურატურამ დიდი ოდენობით უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები