პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროსაქართველოს პროკურატურა

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა ტენტების მონტაჟის საბაბით მოქალაქეს ავანსის სახით 23,945 ლარი ჩაარიცხინა და თანხა მიისაკუთრა.

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
რუსთავი 2

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაზარალებული შპს-ს დირექტორს აივანზე ე.წ. ტენტების შეცვლა/მონტაჟის მიზნით დაუკავშირდა. ბრალდებულმა იკისრა ვალდებულება, რომ სამუშაოებს ჩამოყვანილი თურქი ხელოსნის მონაწილეობით შეასრულებდა და მხარეებმა 2025 წლის 03 სექტემბერს ელექტრონულად გააფორმეს შესაბამისი მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საერთო ღირებულებამ 12,700 აშშ დოლარი შეადგინა. ამის შემდეგ, ბრალდებულმა დაზარალებულს ავანსის სახით შპს-ს ანგარიშზე 70% – 23,945.22 ლარი ჩაარიცხვინა, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა და დაზარალებულს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება არ გაუწია.

"სამართალდამცველებმა ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლიდან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოსამართალდამცველებმა თაღლითობის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს
  2. ალიაოპოზიციურიდაკავება თაღლითობის ბრალდებით – კომპანიის მფლობელს, რომელმაც მოქალაქეს 24 ათასი ლარი მოტყუებით გამოსძალა, 9 წლამდე ციხე ემუქრება
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
"დაზარალებულებს კოტეჯების მშენებლობაზე შეუთანხმდა, მათგან გადაცემული 336 900 ლარი მიისაკუთრა და მიიმალა" - ერთ პირს ბრალდება წარედგინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები