პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ქობულეთში 1.87 მლნ ლარად შეფასებული სახელმწიფო სტადიონის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს პროკურატურა

პროკურატურამ ქობულეთში 1.87 მილიონ ლარად შეფასებული სახელმწიფო სტადიონის თაღლითურად დაუფლებისა და ფულის გათეთრების ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

ქობულეთში 1.87 მლნ ლარად შეფასებული სახელმწიფო სტადიონის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი პირი დააკავეს
BM.GE

პროკურატურამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გორგაძეებში მდებარე, 1.87 მლნ ლარად შეფასებული სახელმწიფო სპორტული სტადიონის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე ერთი პირი დააკავა.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მოწყობილი, 11 248 კვ.მ ფართობის სპორტული სტადიონის თაღლითურად დაუფლება და შემდგომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია განიზრახა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ამ მიზნით სტადიონის ტერიტორია ფიქტიურად სამ ნაწილად დაყო და გაყალბებული დოკუმენტაციის საფუძველზე, თითქოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები იყო, საკუთრებაში თავისა და მასთან დაკავშირებული ფიქტიური პირების სახელზე დაარეგისტრირა.

საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემდეგ, მიწის ნაკვეთების უკანონო წარმომავლობის დაფარვის მიზნით, ბრალდებულმა სამივე მათგანს ფუნქციური დანიშნულება შეუცვალა და საჯარო რეესტრში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებად დაარეგისტრირა.

პროკურატურის ცნობით, ამის შემდეგ, ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, სამივე ნაკვეთი მასთან დაკავშირებული პირის სახელზე გადააფორმა. აღნიშნულმა პირმა კი, ბრალდებულის დავალებით, საჯარო რეესტრს მიმართა და მიწის ნაკვეთების გაერთიანება მოახდინა.

უწყების განმარტებით, აღნიშნული ქმედებებით განხორციელდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია და განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის, 1 871 908 ლარის ღირებულების სპორტული სტადიონის დაუფლება.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პროკურატურამ დიდი ოდენობით უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები