შაკო კუჭაშვილი: ივანიშვილების ოჯახის მრავალწლიანი ქველმოქმედების ტრადიციას დღეს ცოტნე ივანიშვილი განათლების სფეროშიც აგრძელებს. ქართველ ახალგაზრდას, რომელსაც ცოდნაც აქვს და სწავლის სურვილიც, შეუძლია ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში ადგილი საკუთარი შრომით, სრული დაფინანსებით მოიპოვოს
შაკო კუჭაშვილის განცხადებით, ცოტნე ივანიშვილის ინიციატივით ქართველ ახალგაზრდებს ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში სწავლა სრულად დაუფინანსდებათ. თანხას უნივერსიტეტი და საქართველოს მთავრობა დაფარავენ.

ღირსეული კაცის ღირსეულმა შვილმა, ცოტნე ივანიშვილმა, ქართველი ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების ფანჯარა გახსნა, ხოლო მისი ინიციატივით ჰონგ-კონგის უნივერსიტეტსა და საქართველოს შორის კავშირი მყარდება და ძლიერდება, - წერს სამოქალაქო აქტივისტი შაკო კუჭაშვილი სოციალურ ქსელში.
კუჭაშვილის თქმით, კონკურსის შედეგად შერჩეულ ქართველ ახალგაზრდებს სწავლის საფასური სრულად დაუფინანსდებათ უნივერსიტეტისა და მთავრობის მიერ. მისივე განცხადებით, ივანიშვილების ოჯახის მრავალწლიანი ქველმოქმედების ტრადიციას ცოტნე ივანიშვილი განათლების სფეროშიც აგრძელებს და ქართველ ახალგაზრდას, რომელსაც ცოდნაც აქვს და სწავლის სურვილიც, შეუძლია მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში ისწავლოს ისე, რომ სწავლის საფასური მის ოჯახს ტვირთად არ დააწვეს.
„ღირსეული კაცის ღირსეულმა შვილმა, ცოტნე ივანიშვილმა, ქართველი ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების ფანჯარა გახსნა. მისი ინიციატივით ჰონგ-კონგის უნივერსიტეტსა და საქართველოს შორის კავშირი მყარდება და ძლიერდება. როგორც დღეს განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა, კონკურსის შედეგად შერჩეულ ქართველ ახალგაზრდებს სწავლის საფასური სრულად დაუფინანსდებათ - ნაწილს ჰონგ-კონგის უნივერსიტეტი დაფარავს, ნაწილს კი - ჩვენი მთავრობა. QS-ის 2027 წლის რეიტინგის მიხედვით, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტი აზიაში პირველ ადგილზეა, ხოლო U.S. News & World Report-ის 2025-2026 წლების რეიტინგში განათლებისა და განათლების კვლევების მიმართულებით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებდა. ეს შესაძლებლობა ჩვენს ახალგაზრდებს დიდ სტიმულს მისცემს.
ჩემთვის ყოველთვის ნათელი იყო, რა მიზანი ამოძრავებდა ივანიშვილების ოჯახს - საქართველოსა და მის დიდებულ ხალხს გვერდით დასდგომოდა მაშინ, როცა ქვეყანას ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ეს ჯერ მათი ოჯახის მრავალწლიან ქველმოქმედებაში გამოჩნდა, შემდეგ კი - ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაში, პოლიტიკაში მოსულიყო. დღეს ცოტნე ივანიშვილი ამ ტრადიციას განათლების სფეროშიც აგრძელებს. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ქართველ ახალგაზრდას, რომელსაც ცოდნაც აქვს და სწავლის სურვილიც, შეუძლია ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში ადგილი საკუთარი შრომით მოიპოვოს და მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში ისწავლოს ისე, რომ სწავლის საფასური მის ოჯახს ტვირთად არ დააწვეს“, - წერს შაკო კუჭაშვილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაშაკო კუჭაშვილი: ივანიშვილების ოჯახის მრავალწლიანი ქველმოქმედების ტრადიციას დღეს ცოტნე ივანიშვილი განათლების სფეროშიც აგრძელებს. ქართველ ახალგაზრდას შეუძლია, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში ადგილი საკუთარი შრომით, სრული დაფინანსებით მოიპოვოს
შაკო კუჭაშვილი: “ივანიშვილების ოჯახის მრავალწლიანი ქველმოქმედების ტრადიციას დღეს ცოტნე ივანიშვილი განათლების სფეროშიც აგრძელებს. ქართველ ახალგაზრდას, რომელსაც ცოდნაც აქვს და სწავლის სურვილიც, შეუძლია ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში ადგილი საკუთარი შრომით, სრული დაფინანსებით მოიპოვოს”
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…