პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ლიზა გეგეჭკორი: ასწლოვანი ისტორიის მქონე ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის კარი ჩვენი ახალგაზრდებისთვის ფართოდ იღება და რაც მთავარია, სრული დაფინანსებით - ცოტნე ივანიშვილმა თავისი გზა სხვა ქართველ ბავშვებსაც გაუკვალა და ინდივიდუალური მიღწევა საერთო საქმედ აქცია. ეს არის ნამდვილი პატრიოტიზმი

საქართველოს მთავრობა

ლიზა გეგეჭკორის განცხადებით, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში ქართველი ახალგაზრდების სრული დაფინანსებით სწავლის შესაძლებლობის უკან ცოტნე ივანიშვილის ინიციატივა და პირადი ძალისხმევა დგას.

ლიზა გეგეჭკორი: ასწლოვანი ისტორიის მქონე ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის კარი ჩვენი ახალგაზრდებისთვის ფართოდ იღება და რაც მთავარია, სრული დაფინანსებით - ცოტნე ივანიშვილმა თავისი გზა სხვა ქართველ ბავშვებსაც გაუკვალა და ინდივიდუალური მიღწევა საერთო საქმედ აქცია. ეს არის ნამდვილი პატრიოტიზმი
იმედინიუსი

ასწლოვანი ისტორიის მქონე ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის (HKU) კარი ჩვენი ახალგაზრდებისთვის ფართოდ იღება და რაც მთავარია, სრული დაფინანსებით. ამ მასშტაბური შესაძლებლობის უკან ცოტნე ივანიშვილის ინიციატივა და პირადი ძალისხმევა დგას, - წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ცოტნე ივანიშვილმა, გზა სხვა ქართველ ბავშვებსაც გაუკვალა და ინდივიდუალური მიღწევა საერთო საქმედ აქცია. გეგეჭკორი აცხადებს, რომ სწორედ ეს არის ნამდვილი პატრიოტიზმი - როცა ქვეყნის სიყვარულს მომავალი თაობის ინტელექტში ჩადებული რეალური საქმით ამტკიცებ, რაც ივანიშვილების ოჯახისგან ვერავის გაუკვირდება.

“წელიწადში 35-დან 42 ათას დოლარამდე - ზუსტად ამდენი ღირს სწავლა აზიის ნომერ პირველ და მსოფლიოს ტოპ-11 უნივერსიტეტში. დღეიდან კი ნიჭიერი ქართველი მოსწავლეებისთვის ეს უზარმაზარი ფინანსური ბარიერი აღარ არსებობს!

ასწლოვანი ისტორიის მქონე ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის (HKU) კარი ჩვენი ახალგაზრდებისთვის ფართოდ იღება და რაც მთავარია, სრული დაფინანსებით:

* ვის შეუძლია მონაწილეობა: წელს მე-12 კლასის კურსდამთავრებულებს განსაკუთრებული წესით, მომავალი წლიდან კი კონკურსში მე-11 და მე-12 კლასელებიც ჩაერთვებიან.

* მთავარი კრიტერიუმები: მაღალი აკადემიური მოსწრება, ინგლისური ენის კარგი ცოდნა და ეროვნულ თუ საერთაშორისო ოლიმპიადებზე მიღწეული შედეგები.

* დაფინანსება: სწავლის სრულ ღირებულებას თავად უნივერსიტეტი და საქართველოს მთავრობა ერთობლივად ფარავენ.

ამ მასშტაბური შესაძლებლობის უკან ცოტნე ივანიშვილის ინიციატივა და პირადი ძალისხმევა დგას. როგორც განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ აღნიშნა, სწორედ ცოტნეს აკადემიურმა გამოცდილებამ და უშუალო შუამავლობამ ჩაუყარა საფუძველი ამ ისტორიულ თანამშრომლობას - ცოტნემ თავისი გზა სხვა ქართველ ბავშვებსაც გაუკვალა და ინდივიდუალური მიღწევა საერთო საქმედ აქცია.

აი, ეს არის ნამდვილი პატრიოტიზმი - როცა ქვეყნის სიყვარულს ცარიელი ლოზუნგებით კი არა, მომავალი თაობის ინტელექტში ჩადებული რეალური საქმით ამტკიცებ, რაც ივანიშვილების ოჯახისგან ძალიანაც რომ

მოინდომოს ვერავის გაუკვირდება. მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში ნასწავლი თითოეული ქართველი, ხვალ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისა და განვითარების პირდაპირი გარანტიაა!” - წერს ლიზა გეგეჭკორი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოლიზა გეგეჭკორი: ასწლოვანი ისტორიის მქონე ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის კარი ჩვენი ახალგაზრდებისთვის ფართოდ იღება და რაც მთავარია, სრული დაფინანსებით - ცოტნე ივანიშვილმა თავისი გზა სხვა ქართველ ბავშვებსაც გაუკვალა და ინდივიდუალური მიღწევა საერთო საქმედ აქცია
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით ქართველიშვილი: ცოტნე ივანიშვილის ინიციატივითა და ძალისხმევით მიღწეული თანამშრომლობის ფარგლებში, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში წარმატებული ქართველი კანდიდატების სწავლის წლიური ღირებულება (35-42 ათასი დოლარი) სრულად დაფინანსდება, ხარჯების ნაწილს უნივერსიტეტი, ნაწილს კი საქართველოს მთავრობა აიღებს საკუთარ თავზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები