პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ნიკოლოზ სამხარაძემ კოპენჰაგენის მერიაში საქართველოს შესახებ მოხსენება წაიკითხა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ კოპენჰაგენში გამართულ დისკუსიაზე საქართველოს საგარეო ხედვაზე, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა.

ნიკოლოზ სამხარაძემ კოპენჰაგენის მერიაში საქართველოს შესახებ მოხსენება წაიკითხა
პირველი არხი

დანიის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო კოპენჰაგენის მერიაში გამართულ დისკუსიაში – „საგარეო პოლიტიკა, დემოკრატიული მმართველობა და საჯარო ანგარიშვალდებულება: საქართველოს საგარეო პოლიტიკური ხედვა ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში“.

მოხსენების შემდეგ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდნენ დანიაში აკრედიტებული დიპლომატები, საგარეო პოლიტიკის ექსპერტები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

ნიკოლოზ სამხარაძემ მოხსენებაში ვრცლად ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ქვეყნის წინაშე არსებულ გეოპოლიტიკურ გამოწვევებსა და საქართველოს როლზე ცვალებად საერთაშორისო გარემოში.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიმოიხილა რეგიონული უსაფრთხოების გარემო, უკრაინაში მიმდინარე ომი, მისი გავლენა საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონზე. მან განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებსა და ოკუპაციის შედეგებზე გაამახვილა.

ნიკოლოზ სამხარაძემ ასევე ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკურ პროგრესზე, რეფორმებსა და ფისკალურ მდგრადობაზე.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, დანიის სამეფოში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები ქეთევან ხუროძე და ირაკლი შატაკიშვილი.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 4
  1. იმედინიუსისამთავრობონიკოლოზ სამხარაძემ კოპენჰაგენის მერიაში საქართველოს შესახებ მოხსენება წაიკითხა
  2. რუსთავი 2სამთავრობონიკოლოზ სამხარაძემ კოპენჰაგენის მერიაში საქართველოს შესახებ მოხსენება წაიკითხა
  3. რუსთავი 2სამთავრობოპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და კომიტეტის წევრებმა დანიის პარლამენტში შეხვედრები გამართეს
  4. POSTVსამთავრობონიკოლოზ სამხარაძემ კოპენჰაგენის მერიაში საქართველოს შესახებ მოხსენება წაიკითხა
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნიკოლოზ სამხარაძე დანიის საგარეო პოლიტიკის სახელმწიფო მდივანს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები