პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

დადასტურდა ის, რასაც პირდაპირ ვამბობდით - USAID, ევროპის განვითარების ფონდი აფინანსებენ საქართველოში უკანონოდ ხელისუფლების შეცვლას, მოლოტოვის კოქტეილებს, რადიკალურ პროცესებს - გურამ მაჭარაშვილი

ხალხის ძალა

გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ USAID და ევროპის განვითარების ფონდი საქართველოში ხელისუფლების უკანონო შეცვლას, „მოლოტოვის კოქტეილებსა“ და რადიკალურ პროცესებს აფინანსებენ.

დადასტურდა ის, რასაც პირდაპირ ვამბობდით - USAID, ევროპის განვითარების ფონდი აფინანსებენ საქართველოში უკანონოდ ხელისუფლების შეცვლას, მოლოტოვის კოქტეილებს, რადიკალურ პროცესებს - გურამ მაჭარაშვილი
რუსთავი 2

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე USAID-ის ფაილებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციას აფასებს. გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი და "ხალხის ძალა" ადრეც პირდაპირ აღნიშნავდნენ, რომ USAID და ევროპის განვითარების ფონდი საქართველოში ხელისუფლების უკანონო შეცვლას, რადიკალურ პროცესებსა, მათ შორის ე.წ. "მოლოტოვის კოქტეილების" გამოყენებას აფინანსებდნენ.

"პირდაპირ ვამბობდით, რომ USAID, ევროპის განვითარების ფონდი აფინანსებენ საქართველოში უკანონოდ ხელისუფლების შეცვლას, მოლოტოვის კოქტეილებს, რადიკალურ პროცესებს. ამ ყველაფერს აფინანსებს მათ შორის USAID, ერთ-ერთი მსხვილი დამფინანსებელი იყო USAID. რაც დაადასტურა 2024-ში ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ, USAID პირდაპირ სწორედ ამ მიზნით გააუქმა, როდესაც ჩაწერა, რომ USAID უნდა გაუქმდეს იმისთვის, რომ ის იყენებდა თავის ფულს სხვა ქვეყნებში პოლიტიკურ პროცესებში ჩასარევად. ახლა მითუმეტეს, ეს გამოქვეყნებული ფაილები არის მორიგ ჯერზე იმის მტკიცებულება, რასაც ჩვენ ვამბობდით. ეს არის დადასტურებული ზუსტად, რომ USAID-ის თანხები მიემართებოდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ამ შემთხვევაში საქართველოში, რომ უკანონოდ შეცვლილიყო ხელისუფლება", - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

ცნობისთვის, გასაჯაროებული მასალების მიხედვით, USAID-მ 26 მილიონი დოლარი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელზე იმისთვის დახარჯა, რომ სასურველი გზავნილები გაევრცელებინა, სოციალური სივრციდან გაექრო არასასურველი ინფორმაცია, დარტყმა მიეყენებინა არჩეული ხელისუფლებისთვის და რევოლუციები მოეწყო. დოკუმენტებში დეტალურად არის გაწერილი ამომრჩეველზე მუშაობის ტაქტიკაც - იკითხება, როგორ ამკვიდრებდნენ აზრს, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხე ემუქრება, ქვეყანა რუსეთისკენ მიდის, გამჭვირვალობის კანონი კი რუსულია.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გურამ მაჭარაშვილი: ახლა უკვე ილონ მასკმა ფაქტობრივი მაგალითებით, მტკიცებულებებით დაადასტურა, რომ USAID-ი, რომელიც გაუქმდა და ასევე სხვა ორგანიზაციები რეალურად დაკავებულები იყვნენ იმით, რომ იმ ქვეყნებში, სადაც სურდათ, ხელისუფლება უკანონოდ შეეცვალათწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები