პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

გურამ მაჭარაშვილი: „ვითომ პოლიტიკოსები, არასამთავრობო სექტორი ის ხალხია, ვინც ყველაფერს ეძებენ, რათა პოლიტიკური სარგებელი ნახონ, საზოგადოება ყველაფერს ხვდება“

ხალხის ძალა

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციასა და NGO-ებს ადანაშაულებს, რომ ქვეყანაში მომხდარი ტრაგედიებით პოლიტიკური სარგებლის მიღებას ცდილობენ.

გურამ მაჭარაშვილი: „ვითომ პოლიტიკოსები, არასამთავრობო სექტორი ის ხალხია, ვინც ყველაფერს ეძებენ, რათა პოლიტიკური სარგებელი ნახონ, საზოგადოება ყველაფერს ხვდება“
POSTV

„სამწუხაროდ, პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ცდილობენ, ასეთ მძიმე წუთებში, ასეთ ტრაგედიებზე თავისი პოლიტიკური სარგებელი მოიპოვონ“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა, რითაც უპასუხა შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ „ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ცდილობენ, ქვეყანაში მომხდარი ტრაგედიები გამოიყენონ“.

„ისინი არიან ვითომ პოლიტიკოსები, ვითომ არასამთავრობო სექტორი, ვითომ საქართველოზე მოაზროვნე ადამიანები. ეს ის ხალხია, რომელიც ყველაფერს ეძებს იმისთვის, ოღონდ თავისი პოლიტიკური სარგებელი ნახოს. ძნელია კომენტარიც კი გააკეთო ასეთ ქმედებაზე. საზოგადოება ყველაფერს ხვდება, როდესაც ასეთ სენსიტიურ და რთულ პერიოდებში ცდილობ, რომ პოლიტიკური დივიდენდები მოიპოვო, ამიტომაცაა, რომ საკუთარი მხარდამჭერებიც უმცირდებათ და პრაქტიკულად აღარც ჰყავთ, ნულზე არიან დასული“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოგურამ მაჭარაშვილი: ვითომ პოლიტიკოსები, არასამთავრობო სექტორი ის ხალხია, ვინც ყველაფერს ეძებენ, რათა პოლიტიკური სარგებელი ნახონ, საზოგადოება ყველაფერს ხვდება
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გურამ მაჭარაშვილი: ვითომ პოლიტიკოსები, არასამთავრობო სექტორი ის ხალხია, ვინც ყველაფერს ეძებენ, რათა პოლიტიკური სარგებელი ნახონ, საზოგადოება ყველაფერს ხვდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები