გურამ მაჭარაშვილი: ახლა უკვე ილონ მასკმა ფაქტობრივი მაგალითებით, მტკიცებულებებით დაადასტურა, რომ USAID-ი, რომელიც გაუქმდა და ასევე სხვა ორგანიზაციები რეალურად დაკავებულები იყვნენ იმით, რომ იმ ქვეყნებში, სადაც სურდათ, ხელისუფლება უკანონოდ შეეცვალათ
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ილონ მასკმა მტკიცებულებებით დაადასტურა USAID-ის მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყანაში ხელისუფლების უკანონო შეცვლის მცდელობებში.

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი USAID-ის საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებულ დოკუმენტებს ეხმაურება.
„ახლა უკვე ილონ მასკმა ფაქტობრივი მაგალითებით, მტკიცებულებებით დაადასტურა, რომ ეს ორგანიზაცია, რასაც ჰქვია USAID-ი, რომელიც გაუქმდა და ასევე სხვა ორგანიზაციები რეალურად დაკავებულები იყვნენ იმით, რომ იმ ქვეყნებში, სადაც სურდათ, ხელისუფლება უკანონოდ შეეცვალათ”, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
როგორც ცნობილია, ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე გააზიარა პოსტი, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქმიანობას ეხება და ორგანიზაციას საქართველოსა და სხვა ქვეყნებში „ფერადი რევოლუციების მანქანის“ შექმნაში ადანაშაულებს - 2008-დან 2025 წლამდე საქართველოში USAID-ის გრანტების სახით 1 მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯა, საიდანაც 26 მილიონი დოლარი „არჩევნებსა და პოლიტიკურ პროცესებს“ მოხმარდა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…