აღკვეთილია საბრძოლო მასალის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტები - სამართალდამცველებმა უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს
შსს-სა და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა „სარფის“ საბაჟოზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს, რომლებსაც პირადი ჩხრეკისას 22 საბრძოლო ვაზნა და მჭიდი ამოუღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს საბრძოლო მასალის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს და უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს, - ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
"სამართალდამცველებმა "სარფის" საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 22 საბრძოლო ვაზნა და მჭიდი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე 19-236-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს," - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…