პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ქართველი ბარიტონის, გიორგი გაგნიძის 55 წლის იუბილეს აღსანიშნავი საქველმოქმედო გალა კონცერტი გაიმართა

კულტურის სამინისტროთბილისის მერია

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ქართველი ბარიტონის, გიორგი გაგნიძის 55 წლის იუბილეს აღსანიშნავი საქველმოქმედო გალა კონცერტი გაიმართა, რომელსაც პლასიდო დომინგო დირიჟორობდა.

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ქართველი ბარიტონის, გიორგი გაგნიძის 55 წლის იუბილეს აღსანიშნავი საქველმოქმედო გალა კონცერტი გაიმართა
რუსთავი 2

კულტურის სამინისტროს, შემოქმედებითი საქართველოს და თბილისის მერიის მხარდაჭერითა და საქველმოქმედო ფონდის "ცხოვრება მშვენიერია" ორგანიზებით, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ქართველი ბარიტონის, გიორგი გაგნიძის 55 წლის იუბილეს აღსანიშნავი საქველმოქმედო გალა კონცერტი გაიმართა.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრს მაესტრო პლასიდო დომინგო და ვასილ კოვალი დირიჟორობდნენ. ცნობილი საოპერო არიები შეასრულეს გიორგი გაგნიძემ, ლიუდმილა მონასტირსკამ, მარიამ გაგნიძემ, ვალერიან მჭედლიძემ და რამო გულედანმა.

საიუბილეო გალა კონცერტს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, კულტურის მინისტრი მაია ბითაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, კულტურის მინისტრის მოადგილე ნათია შამათავა და საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია დაესწრნენ.

საქველმოქმედო გალა კონცერტი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდაჭერას მიეძღვნა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ილია მეორის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები