უკანონო იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 11 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად 11 პირი დააკავეს. ოპერაციაში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის დეპარტამენტების თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
ჩატარებული ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ამოიღეს შვიდი პისტოლეტი, რევოლვერი, ხელყუმბარები, მჭიდები და რამდენიმე ასეული ვაზნა. გარდა ამისა, ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი ბინიდან ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანაც“ ამოიღეს.
ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…