პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 8 კილოგრამი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროფინანსთა სამინისტროშემოსავლების სამსახური

სამართალდამცველებმა კონტროლირებადი მიწოდების შედეგად 8 კილოგრამამდე ნარკოტიკი და საბრძოლო მასალა ამოიღეს; დაკავებულ პირს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 8 კილოგრამი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი
იმედინიუსი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის მხილებისმიზნით, მის სახელზე გამოგზავნილი ამანათის კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის: 5 კილოგრამზე მეტი „მეფედრონი“ და 3 კილოგრამამდე „ალფა-პვპ“.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, 2 სანადირო თოფი და საბრძოლო მასალა. გამოძიება სისხლის სამართლისკოდექსის 260-ე, 19-260-ე, 260-ე კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოსამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 8 კილოგრამი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს ორი პირი დააკავესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები