პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

სამართალდამცველებმა საბრძოლო მასალის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა „სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს, რომელთაც ჩხრეკისას 22 საბრძოლო ვაზნა და მჭიდი ამოუღეს.

სამართალდამცველებმა საბრძოლო მასალის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე
იმედინიუსი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს საბრძოლო მასალის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს და უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 22 საბრძოლო ვაზნა და მჭიდი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე 19-236-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოაღკვეთილია საბრძოლო მასალის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტები - სამართალდამცველებმა უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
უკანონო იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 11 პირი დააკავესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები