პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

დადიანების სასახლის ყოფილი დირექტორი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ზუგდიდის დადიანების სასახლის ყოფილი დირექტორი ანზორ ოყუჯავა დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვა-რეალიზების ბრალდებით დააკავეს, თუმცა საპროცესო შეთანხმების შემდეგ დარბაზიდან გაათავისუფლეს.

დადიანების სასახლის ყოფილი დირექტორი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს
TV პირველი

ზუგდიდის დადიანების სასახლის ყოფილი დირექტორი, რომელიც ერთი თვის წინ სამსახურიდან წავიდა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვა-შეძენა-რეალიზების ბრალდებით დააკავეს.

“პირველებს“ ინფორმაცია შსს-ში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, ანზორ ოყუჯავას დაკავება 260-ე მუხლის საფუძველზე, 26 ნოემბერს მოხდა.

“პირველების“ ინფორმაციით, გუშინ, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მის აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელეს. დაცვის მხარემ საპროცესო გარიგების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლე, ეკატერინე ბებიამ დააკმაყოფილა.

დაკავებული ოყუჯავა დარბაზიდანვე გაათავისუფლეს.

ზუგდიდის დადიანების სასახლის დირექტორი ანზორ(დავით) ოყუჯავა, სამსახურიდან რამდენიმე კვირის წინ გაუშვეს. თავად ოყუჯავა ამტკიცებდა, რომ ის არავის გაუშვია და სამსახური საკუთარი ნებით, ხელფასის გამო დატოვა.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
შსს "ცრუს და დაუსაბუთებელს" უწოდებს ნოდარ ჩაჩუას განცხადებას ზეწოლაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები