პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

თერჯოლის მუნიციპალიტეტში კაცმა მამა მოკლა, სახლს კი ცეცხლი წაუკიდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

თერჯოლის მუნიციპალიტეტში კაცმა მამა ცივი იარაღით მოკლა, საცხოვრებელ სახლს კი ცეცხლი წაუკიდა. შსს-ს ცნობით, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს და მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

თერჯოლის მუნიციპალიტეტში კაცმა მამა მოკლა, სახლს კი ცეცხლი წაუკიდა
ფორმულა

თერჯოლის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა თერჯოლის მუნიციპალიტეტში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, საცხოვრებელ სახლში ჯერ ხანძარი გააჩინა, შემდეგ კი ცივი იარაღის გამოყენებით მამას ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შსს-ს ცნობით, მიღებული დაზიანებების შედეგად მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირება ადგილზე გამოძახებულმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახდინეს.

"სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტში დააკავეს, ხოლო დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურითერჯოლაში შვილმა ურთიერთშელაპარაკებისას სახლში ჯერ ხანძარი გააჩინა, შემდეგ კი ცივი იარაღით მამა მოკლა - ბრალდებული დაკავებულია
  2. რუსთავი 2სამთავრობოპოლიციამ თერჯოლაში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
  3. ალიაოპოზიციურიმამა მოკლა და სახლს ცეცხლი წაუკიდა – შსს თერჯოლაში ერთი პირის დაკავებაზე
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
თბილისში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია ერთი პირი​წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები