თბილისში ცოლ-ქმარი ჩაცხრილეს – პოლიციამ ბრალდებული დააკავა
შს სამინისტროს ცნობით, თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში ცოლ-ქმრის ავტომატური იარაღით მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

შს სამინისტროს ცნობით, ცხელ კვალზე დააკავეს 11 ნოემბერს, თბილისში, ცოლ-ქმრის ჩაცხრილვაში ბრალდებული.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 11 ნოემბერს, თბილისში, ორ პირს – ცოლ-ქმარს, მათივე საცხოვრებელ კორპუსში, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიღებული დაზიანებების შედეგად ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
„გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები, კერძოდ, ბრალდებულის მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა“ – წერს უწყება.
განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
7 სტატიათბილისში, ცოლ-ქმრის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაულს წინ უძღოდა ბრალდებულის მიერ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა
სამართალდამცველებმა თბილისში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია ერთი პირი
პენსიონერი ცოლ-ქმარი ქონებრივი დავის გამო ჩაცხრილეს - დაკავებულია ერთი პირი (ახალი დეტალები)
თბილისში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
,,დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები“ – შსს ცოლ-ქმრის მკვლელობის დეტალებს ასაჯაროებს
დიდუბეში ცოლ-ქმრის ჩაცხრილვას წინ ქონებრივი დავა უძღოდა – დაკავებულია სავარაუდო მკვლელი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…