პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

პოლიციამ თერჯოლაში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს ცნობით, თერჯოლაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, რომელმაც სახლში ხანძარი გააჩინა და მამა ცივი იარაღით მოკლა.

პოლიციამ თერჯოლაში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
რუსთავი 2

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა თერჯოლის მუნიციპალიტეტში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, საცხოვრებელ სახლში ჯერ ხანძარი გააჩინა, შემდეგ კი ცივი იარაღის გამოყენებით მამას ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა

"შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თერჯოლის მუნიციპალიტეტში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, საცხოვრებელ სახლში ჯერ ხანძარი გააჩინა, შემდეგ კი ცივი იარაღის გამოყენებით მამას ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიღებული დაზიანებების შედეგად მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირება ადგილზე გამოძახებულმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახდინეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტში დააკავეს, ხოლო დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,"- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურითერჯოლაში შვილმა ურთიერთშელაპარაკებისას სახლში ჯერ ხანძარი გააჩინა, შემდეგ კი ცივი იარაღით მამა მოკლა - ბრალდებული დაკავებულია
  2. ალიაოპოზიციურიმამა მოკლა და სახლს ცეცხლი წაუკიდა – შსს თერჯოლაში ერთი პირის დაკავებაზე
  3. ფორმულაოპოზიციურითერჯოლის მუნიციპალიტეტში კაცმა მამა მოკლა, სახლს კი ცეცხლი წაუკიდა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
სამართალდამცველებმა თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს, დაკავებულია ერთი ადამიანიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები