პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ანდრო გოცირიძე - კომპანიების სანქცირებით რუსეთი ცდილობს, შექმნას ლოიალური ფენები, რათა დაზარალებულმა ბიზნესმა მთავრობა დაავალდებულოს, დალაგდეს მოსკოვთან - უმაღლესი რანგის ქართველი დიპლომატი კი მტერთან შეხვედრაზე მოუმზადებელი აღმოჩნდა

ტელეიმედიქართული ოცნება

ანდრო გოცირიძის განცხადებით, ქართველი დიპლომატი რუსეთთან შეხვედრაზე მოუმზადებელი აღმოჩნდა, მოსკოვი კი კომპანიების დასანქცირებით ცდილობს შექმნას ლოიალური ფენები, რათა დაზარალებულმა ბიზნესმა მთავრობა აიძულოს მასთან დალაგდეს.

ანდრო გოცირიძე - კომპანიების სანქცირებით რუსეთი ცდილობს, შექმნას ლოიალური ფენები, რათა დაზარალებულმა ბიზნესმა მთავრობა დაავალდებულოს, დალაგდეს მოსკოვთან - უმაღლესი რანგის ქართველი დიპლომატი კი მტერთან შეხვედრაზე მოუმზადებელი აღმოჩნდა
ინტერპრესნიუსი

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, უმაღლესი რანგის დიპლომატი, იმდენად მოუმზადებელი აღმოჩნდა თავის მტერთან, ოკუპანტს სახელმწიფოსთან შეხვედრაზე, რომ მისი პოზიციებიც კი წინდაწინ არ იცოდა. ეს ხომ აბსურდია, ასე ხომ არ ხდება მოლაპარაკებები , - ამის შესახებ უსაფრთხოების სპეციალისტმა, ანდრო გოცირიძემ ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრის შესახებ საუბრისას „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ანდრო გოცირიძის თქმით, ქართული კომპანიების დასანქცირებით რუსეთი ცდილობს, მთავრობების გარდა შექმნას მისდამი ლოიალურად განწყობილი საზოგადოებრივი ფენები.

„ირაკლი კობახიძისა და გიორგი ზურაბაშვილის განცხადებები ძალიან კარგად მოწმობს იმას, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, უმაღლესი რანგის დიპლომატი, იმდენად მოუმზადებელი აღმოჩნდა თავის მტერთან, ოკუპანტს სახელმწიფოსთან შეხვედრაზე, რომ მისი პოზიციებიც კი წინდაწინ არ იცოდა. ეს ხომ აბსურდია, ასე ხომ არ ხდება მოლაპარაკებები. ასეთი შეხვედრისთვის ყოველთვის ვემზადები და წინდაწინ სხვადასხვა ინფორმაცია მაქვს. ზუსტად იგივე კონტექსტია, თურქი გულშემატკივრები რას აპირებდნენ, ეს არ უნდა გვცოდნოდა? ასევე ისიც უნდა გვცოდნოდა გალუზინს დაახლოებით რა დამოკიდებულება აქვს.

რუსეთმა გააკეთა ის, რაც უნდოდა. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ამის თქმა მიწევს. რუსეთი ახლა მთელს მსოფლიოში ცდილობს მთავრობების გარდა შექმნას მისდამი ლოიალურად განწყობილი საზოგადოებრივი ფენები. მაგალითად, უნგრეთში მთავრობა დამარცხდა, მაგრამ თუ იქ იქნება შესაბამისი ფენები, მთავრობა ყოველთვის ისეთი იქნება, როგორიც რუსეთს უნდა. ევროპაში ის ამას ცდილობს კიბერშეტევებით, მაცივრების გამორთვით, ავიარეისებზე ყალბი განგაშით, რათა ხალხი შეაშინოს და ბიზნესი მაქსიმალურად აზარალოს, რათა ხალხმა და დაზარალებულმა ბიზნესმა მთავრობა დაავალდებულოს, რომ რუსეთთან დალაგდეს. ეს მესიჯი გამოუშვა ზუსტად გალუზინმა, რომელიც ჩვენმა სპეცწარმომადგენელმა ერთ-ერთ ტელეკომპანიაში განაცხადა, რომ გალუზინმა გვითხრა, ისინი ეწევიან ანტირუსულ ნარატივს და უკრაინას აფინანსებენო. რუსეთის მოთხოვნა იყო ასეთი, შეიზღუდება ყველა, ვინც პრორუსული პოზიციის არ არის. ახლა ყველა ის ბიზნესი, რომელიც ოპერირებს რუსეთში, ფიქრობს, ვაი, თუ მე ვიყო ამ სიაში და მივიღო მილიონობით ზარალი. ამიტომ იყო შეცდომა რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდა. ჰიპოთეტურად რომ ვთქვათ, როგორც კი ეს მთავრობა კურსს შეცვლის დასავლეთისკენ, ან ყველა შემდგომი მთავრობა, ეს უშემოსავლოდ დარჩენილი მოსახლეობა აუცილებლად მოსთხოვს რუსეთის სასარგებლოდ დაკორექტირებას. საბედნიეროდ, ჯერ არ ვართ ამ მდგომარეობაში, მაგრამ აუცილებლად ვიქნებით 3-5 წელიწადში, თუ ეს პოლიტიკა გაგრძელდა“, - განაცხადა ანდრო გოცირიძემ.

ცნობისთვის, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა გიორგი ზურაბაშვილმა „იმედის“ ეთერში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინთან მინსკში გამართული შეხვედრის თაობაზე ისაუბრა.

მისი განმარტებით, რუსეთის მხარემ მინსკში შეხვედრაზე დააყენა დაახლოებით ათი საკითხი, რომლებიც ძირითადად ჰუმანიტარულ სფეროებს ეხება და თითქოსდა უვნებელია, თუმცა, მათ შორის იყო დონის უნივერსიტეტისა და საქართველოს ერთ-ერთი სახელმწიფო უნივერსიტეტის დაძმობილების თემაც, რაც მიმართულია „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ და ენერგიას მატებს ოპოზიციურ ძალებს. მისი თქმით, გალუზინმა ვერცერთი ფაქტი ვერ დადო ვერც ხარისხთან მიმართებით, ვერც იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რასაც უკრაინის ომის დაფინანსება ან ანტირუსული პროპაგანდა ჰქვია.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რუსული მხრიდან ზურაბაშვილთან მომლაპარაკებელი გალუზინი იქნება - „იზვესტია“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები