პოლიტიკა · 27 ნოემბერი, 22:04
კატარში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ტურიზმის პოპულარიზაციის ღონისძიება გაიმართა
კატარში საქართველოს ტურიზმის პოპულარიზაციის ღონისძიება გაიმართა, რომელსაც 100-ზე მეტი ადგილობრივი ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.

კატარში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ტურიზმის პოპულარიზაციის ღონისძიება გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა კატარში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვარლამ ავალიანმა.
ღონისძიებას კატარის ტურისტული კომპანიების 100-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაიმართა ორმხრივი შეხვედრები მონაწილე კომპანიებს შორის.
ინფორმაციას კატარში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…