სამართალდამცველებმა თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს, დაკავებულია ერთი ადამიანი
თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა, იუწყება შსს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 18 ნოემბერს თბილისში, ნიკოლოზ ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიწისქვეშა ავტოსადგომზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობ მამაკაცს ჯერ ფიზიკურად დაუპირისპირდა, ხოლო შემდეგ ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. დაპირისპირებისას დაშავდა თავად ბრალდებულიც.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაბრალდებული მიწისქვეშა ავტოსადგომზე, ნაცნობ მამაკაცს ჯერ ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, დაშავდა თავად ბრალდებულიც - პოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა
შსს ვაკეში მომხდარ მკვლელობაზე - ბრალდებული ნაცნობ მამაკაცს ჯერ ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა - დაპირისპირებისას დაშავდა თავად ბრალდებულიც
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…