პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

თურქეთის ელჩი: „ვალიდ აბუ ჰაიას განცხადება ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უპასუხისმგებლო და სამარცხვინოა“

თურქეთის ელჩმა საქართველოში ისრაელის ელჩის განცხადებას ბათუმში მომხდარ ინციდენტზე „უპასუხისმგებლო, შეურაცხმყოფელი და სამარცხვინო“ უწოდა მას შემდეგ, რაც ისრაელის დიპლომატმა გულშემატკივრების შეტაკებას „ტერორიზმი სპორტულ არენაზე“ შეაფასა.

თურქეთის ელჩი: „ვალიდ აბუ ჰაიას განცხადება ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უპასუხისმგებლო და სამარცხვინოა“
TV პირველი

თურქეთის ელჩი საქართველოში, მუსტაფა თურქერ არი ისრაელის ელჩის, ვალიდ აბუ ჰაიას განცხადებას ეხმაურება და მას „უპასუხისმგებლოსა და სამარცხვინოს“ უწოდებს.

დიპლომატი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ისრაელის ელჩი ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უსაფუძვლო განცხადებებს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაცნობის გარეშე აკეთებს.

„ვალიდ აბუ ჰაიას განცხადება ბათუმში გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უპასუხისმგებლო, შეურაცხმყოფელი და სამარცხვინოა. ამასთანავე, სამწუხაროა, რომ ელჩი, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაცნობის გარეშე, მსგავს უსაფუძვლო განცხადებებს აკეთებს. თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი, მტკიცე მეგობრობა მარადიული იქნება“, — წერს თურქეთის ელჩი.

მანამდე ბათუმში თურქეთისა და ისრაელის საფეხბურთო კლუბების — „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ — შეხვედრისას განვითარებულ მოვლენებს საქართველოში ისრაელის ელჩი, ვალიდ აბუ ჰაია სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა. ელჩმა „ბათუმი არენაზე“ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების პოლიციასთან დაპირისპირების კადრები გააზიარა და მომხდარს „ტერორიზმი სპორტულ არენაზე“, სირცხვილი და სამარცხვინო საქციელი უწოდა. მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც მისი პოსტი ქართულ ფეისბუკზეც გავრცელდა, ვალიდ აბუ ჰაიამ სოციალური ქსელი არაგამომწერებისთვის ჩაკეტა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 3
  1. TV პირველიოპოზიციურიისრაელის ელჩი ბათუმში მომხდარზე: სამარცხვინო საქციელი
  2. ალიაოპოზიციურიისრაელის ელჩი ბათუმში მომხდარზე: “სამარცხვინო საქციელი”
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციური„უპასუხისმგებლო, სამარცხვინო“ - საქართველოში თურქეთის ელჩმა ისრაელის ელჩს უპასუხა
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ისრაელის ელჩი ბათუმში მომხდარზე: სამარცხვინო საქციელიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები