ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ქართველი ფეხბურთელი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული ბიზნესმენი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლოსაქართველოს პროკურატურაქართული ოცნება

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაამართლა თურქი ბიზნესმენი მეჰმეთ უიარი, რომელსაც ქართველი ფეხბურთელი ქალის გაუპატიურებას ედავებოდნენ. მამაკაცი დარბაზიდან გათავისუფლდა, ხოლო დაზარალებული სასამართლოში ცუდად გახდა და სასწრაფომ გადაიყვანა. პროკურატურა გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

ქართველი ფეხბურთელი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული ბიზნესმენი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს
ქართველი ფეხბურთელი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული ბიზნესმენი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლესნეტგაზეთი

სასამართლომ სრულად გაამართლა უცხო ქვეყნის მოქალაქე 32 წლის მამაკაცი, ბიზნესმენი, მეჰმეთ უიარი, რომელსაც საქართველოში ახალგაზრდა ფეხბურთელი ქალის გაუპატიურებას ედავებოდნენ.

გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში დღეს გამოიტანა მოსამართლე გიორგი არევაძემ. მამაკაცი დარბაზიდან გათავისუფლდა. დაზარალებული ქალი კი, რომელიც სხდომას ესწრებოდა, ცუდად გახდა და სასამართლოდან სასწრაფომ გადაიყვანა.

„ბრალდება იყო სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, გაუპატიურების ჩადენა.

მაშინვე მიმართა დაზარალებულმა, მეგობრის მეშვეობით, პოლიციას, რამდენიმე საათში.

მთელი პროცესის მიმდინარეობისას, მუდმივად იყო მცდელობა, რომ დაზარალებულს აეღო თანხა. მის მეგობართან ჰქონდათ კომუნიკაცია და ნახევარი მილიონი შესთავაზეს, რომ დაზარალებული დათანხმებოდა საპროცესო შეთანხმებას. პირადად ჩემთან იყო კომუნიკაცია, რომ თავად დაგვესახელებინა ნებისმიერი თანხა. ან საპროცესოზე იქნებით თანახმა, ფულს აიღებთ და ეს კაცი დატოვებს ციხეს, სასამართლოს ძალით დატოვებსო. საიდან და ვისგან ჰქონდათ ეს გარანტიები, ჩემთვის უცნობია.

მოსამართლე უბრალოდ გაქრა დარბაზიდან. ძალიან მძიმე ემოციური ფონი აქვს დაზარალებულს. იმდენად ცუდად გახდა, განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ვეღარც მოვისმინეთ“, — ამბობს დაზარალებულის ადვოკატი, ანა თავხელიძე.

თურქ ბიზნესმენს გარეთ მზადყოფნაში ელოდებოდნენ მისი დაცვის წევრებინ და ახლობლები გამოსაცვლელი ტანსაცმლით.

მეჰმეთ უიარი არაერთი კომპანიის მფლობელია, მათ შორის ქალთა საფეხბურთო კლუბის საქართველოში, სადაც დაზარალებული ქალი თამაშობს.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ბრალდება იყო სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, გაუპატიურების ჩადენა. მაშინვე მიმართა დაზარალებულმა, მეგობრის მეშვეობით, პოლიციას, რამდენიმე საათში. მთელი პროცესის მიმდინარეობისას, მუდმივად იყო მცდელობა, რომ დაზარალებულს აეღო თანხა. მის მეგობართან ჰქონდათ კომუნიკაცია და ნახევარი მილიონი შესთავაზეს, რომ დაზარალებული დათანხმებოდა საპროცესო შეთანხმებას. პირადად ჩემთან იყო კომუნიკაცია, რომ თავად დაგვესახელებინა ნებისმიერი თანხა. ან საპროცესოზე იქნებით თანახმა, ფულს აიღებთ და ეს კაცი დატოვებს ციხეს, სასამართლოს ძალით დატოვებსო. საიდან და ვისგან ჰქონდათ ეს გარანტიები, ჩემთვის უცნობია. მოსამართლე უბრალოდ გაქრა დარბაზიდან. ძალიან მძიმე ემოციური ფონი აქვს დაზარალებულს. იმდენად ცუდად გახდა, განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ვეღარც მოვისმინეთ“
ანა თავხელიძე
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.