არაერთხელ გვითქვამს, რომ სააკაშვილი, "ნაცმოძრაობა", მისი ფილიალები, სამწუხაროდ, ყოველთვის მოქმედებდნენ ისე, რომ ეს ხელსაყრელი ყოფილიყო შემდეგ რუსეთისთვის - გურამ მაჭარაშვილი
გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, რუსეთის მიერ ქართული პროდუქციის დასანქცირება და პარალელურად უნივერსიტეტების დამეგობრების ინიციატივა ოპოზიციის გაძლიერებას ემსახურება.
უარგუმენტო შეზღუდვები და ოპოზიციის გაძლიერების მცდელობა - მინსკში გამართულ შეხვედრაზე რუსული მხარის პოზიციები "ქართული ოცნებისთვის" გაუგებარია. მმართველ გუნდში კითხვებს იწვევს რუსეთის გადაწყვეტილება, როდესაც ქართული პროდუქცია დაასანქცირა, ქვეყანაში არ უშვებს და ამის მიზეზს არ ასახელებს. თუმცა, პარალელურად უნივერსიტეტების დამეგობრების ინიციატივით გამოდის. მოსკოვის ეს მიდგომა "ქართულ ოცნებას" უჩენს ეჭვს, რომ რუსეთის ეს დამოკიდებულება ქართული ოპოზიციის გამოფხიზლებას და მათ რეინკარნაციას ემსახურება.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" და მისი ფილიალები ყოველთვის მოქმედებდნენ ისე, რომ ეს ხელსაყრელი ყოფილიყო რუსეთისთვის.
"ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ სააკაშვილი, "ნაცმოძრაობა", მისი ფილიალები, სამწუხაროდ, ყოველთვის მოქმედებდნენ ისე, რომ ეს ხელსაყრელი ყოფილიყო შემდეგ რუსეთისთვის. ახლაც ამ შემთხვევაშიც ასეა, მათ შორის, ქართული კომპანიების დასანქცირებასთან დაკავშირებით, რომ შემდეგ უკვე ამ ე.წ. ნაცმოძრაობის და მისი ფილიალების სასარგებლოდ იყოს გამოყენებული ეს საკითხი. ასეთი ტიპის საქციელი ყოველთვის იწვევდა ეჭვს, რატომ შეიძლება აწყობდეს აქ "ნაცმოძრაობას" და სხვათა შორის, გახსნა კარტები სააკაშვილმა და პირდაპირ თქვა, რომ ივანოვის ჩამოყვანილია აქ", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ავტორი: ნანა გოგატაძე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…