პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

კახა კალაძე ევროპარლამენტის მოთხოვნაზე სანქცირების შესახებ: ვთქვათ, დაგვასანქცირეს, რა შეიცვლება ამით, ვინმე შეგვაშინებს და ფარ-ხმალს დავყრით, თავს დავუხრით, თუ რა?

კახა კალაძის განცხადებით, ევროპარლამენტის სანქციების რეკომენდაციას მნიშვნელობა არ აქვს და შესაძლო სანქცირების შემთხვევაშიც ვერავინ შეაშინებთ, რადგან საქმე ქვეყნის ინტერესებს ეხება.

კახა კალაძე ევროპარლამენტის მოთხოვნაზე სანქცირების შესახებ: ვთქვათ, დაგვასანქცირეს, რა შეიცვლება ამით, ვინმე შეგვაშინებს და ფარ-ხმალს დავყრით, თავს დავუხრით, თუ რა?
იმედინიუსი

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტის მიერ ქართველი პოლიტიკოსებისთვის პერსონალური სანქციების დაწესების შესახებ რეკომენდაციას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან სანქცირების შემთხვევაშიც კი ფარ-ხმალს არავინ დაყრის.

ამის შესახებ კახა კალაძე დღეს მედიას ესაუბრა.

მისი თქმით, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, პირად კეთილდღეობაზე ლაპარაკი ვერ იქნება.

„ჩემთვის ყველაზე მთავარი არის ჩემი ქვეყანა და ჩემი ხალხი. ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ყველაზე მთავარი არის სამშობლო და სამშობლოს ინტერესი. საერთოდ არ მაინტერესებს, რომელ ევროპარლამენტარს რა ინტერესი აქვს და რა უნდა.

ძალიან კარგად ვიცით, რა არის ჩვენი ქვეყნის ინტერესები, რისი გაკეთება გვინდა, რა პოლიტიკას ვატარებთ და არავის არ მივცემთ იმის შესაძლებლობას და საშუალებას, რომ საქართველო გამოიყენონ თავიანთი ინტერესების გასატარებლად და ჩვენი ქვეყნის ინტერესები ამას შეეწიროს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მეგობრობისა და თანამშრომლობის სურვილი აქვს, მაგრამ ამასთან, კატეგორიულად მიუღებელია ქვეყნის ინტერესების უგულებელყოფა.

„ჩვენ მეგობრობაც და თანამშრომლობაც გვინდა, მაგრამ არა ისე, რომ ქვეყნის ინტერესები ფეხქვეშ გაითელოს. ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია.

კარგი, ვთქვათ, დაგვასანქცირეს, რა მნიშვნელობა აქვს ამას? რა შეიცვლება ამით? ვინმე შეგვაშინებს და ფარ-ხმალს დავყრით, თავს დავუხრით, თუ რა?

როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, აქ პირად კეთილდღეობაზე, პირად ინტერესზე საერთოდ არ არის ლაპარაკი. ეს არის ჩემი პოზიცია“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. TV პირველიოპოზიციურიკახა კალაძე: ვთქვათ დაგვასანქცირეს - რა შეიცვლება ამით?
  2. პირველი არხისამთავრობოკახა კალაძე – ვთქვათ დაგვასანქცირეს, რა შეიცვლება ამით, ფარ-ხმალს დავყრით, თავს დავუხრით, თუ რა, ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ყველაზე მთავარი არის სამშობლოს ინტერესი
  3. რუსთავი 2სამთავრობოკახა კალაძე ევროპარლამენტის მოთხოვნაზე დასანქცირების შესახებ: ვთქვათ დაგვასანქცირეს, რა შეიცვლება ამით, ვინმე შეგვაშინებს და ფარ-ხმალს დავყრით, თავს დავუხრით თუ რა?
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურიკახა კალაძე - ვთქვათ დაგვასანქცირეთ - რა შეიცვლება ამით? ვინმე შეგვაშინებს? რა, ფარ-ხმალს დავყრით, დავუწვებით? თავს დავუხრით? როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, აქ პირად კეთილდღეობასა და ინტერესზე საუბარი არ არის
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კახა კალაძე: მზად ვართ ევროკავშირთან ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დავიწყოთ, მაგრამ დიდმა ქვეყნებმა თავიანთი ინტერესების გასატარებლად არ უნდა გამოგვიყენონწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები